“ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა, გრემ სუნესმა, Goal-თან ინტერვიუში ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი გაიხსენა, რომელიც 2018 წელს, მერსესაიდული კლუბიდან “ბარსელონაში” გადავიდა.
“როდესაც საუბარია ყველაზე მნიშვნელოვან შენაძენზე, აუცილებელია უკან გახედვა, როდესაც “ლივერპული” კარგი გუნდიდან შესანიშნავ გუნდად იქცა. “ლივერპულმა” კოუტინიოს ტრანსფერში “ბარსელონასგან” 160 მილიონი ევრო მიიღო (106 მლნ ფუნტი + ბონუსები) ამ თანხით კი ალისონ ბეკერი და ვირჯილ ვან დაიკი შეიძინა. ცხადია, რომ ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო გარიგებაა.” – განაცხადა სუნესმა.
შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო, რომელიც კვლავ “ბარსელონას” საკუთრებაა, ამჟამად, იჯარის წესით, “ბაიერნში” ასპარეზობს.




ეს და უსმან ტრავმა დემბელე მაგარი შეგვტენეს… კიდევ კარგი პოგბაც არ მოაყოლეს
სუარესი, მასკერანოზეც გეთქვა 1-2 სიტყვა:)))
2 სიტყვით სუარესის ტრანსფერიც შეეფასებინა😂😂