Freunde 11-თან ინტერვიუში მანუელ ნოიერს კითხვა ტერ-შტეგენის განვითარებაზე დაუსვეს, რაც, შესაძლოა, მისი კარიერისთვის ხელშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რაზეც “რეკორდმაისტერის” კარის დარაჯმა უპასუხა:
“რომელი მწვრთნელი არ ათამაშებს თავის საუკეთესო ფეხბურთელს მოედანზე? მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის აღარ ვარ, ჩემს საუკეთესოობაში ეჭვი მაინც არ მეპარება.”
“ბაიერნსა” და ეროვნულ ნაკრებში პირველობას არ აქვს მნიშვნელობა, კონკურენცია მუდმივად გრძელდება.”
გერმანიის ნაკრებში პირველ მეკარეობაზე ტერ-შტეგენსა და ნოიერს შორის საკმაოდ მწვავე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
უმეტესობის ვარაუდით, ძირითადი თერთმეტეულის წევრი “ბლაუგრანელი” უნდა ყოფილიყო, რადგან ნოიერმა კარიერის საუკეთესო წლები უკვე უკან მოიტოვა.
მარკმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა. მან 36 შეხვედრიდან 14-ჯერ კარი მშრალად შეინახა და ფანტასტიკური სეივებით გუნდი უამრავი გოლისაგან იხსნა.




საუკეთესოებს ყოველთვის თან ახლავს ტავმდაბლობა !
ასე რომ შენი დრო წავიდა
შტეგენი ძირითადის მეკარედ! ნოიერი მის შემცვლელად!
შენ მემგონი გაგიმეორებს 2015 წელს მესი ფავორიტები კი ხართ მარა ნუ გააბრაზებთ მესის თორე მოგიწევს თავზე გადაგდებული ბურთების ყურება
კაი ხანია აღარ ხარ საუკეთესო კიარა ტოპ 5შიც კი. ამბიცია კარგია მაგრამ არა ამ ასაკში. დროა დაუთმოს შტეგენს ადგილი ნაკრებში და ღირსეულად წავიდეს როგორ პუიოლი