სერია ა-ში წარუმატებელი გამოსვლების შემდეგ, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო გუნდის ქმედებებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მისი მოთამაშეები საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებენ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში იტალიელებს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “ბარსელონასთან” მატჩი ელით.
“თუ ყველაფერს ამ სულისკვეთებით და დამოკიდებულებებით გავაგრძელებთ, შემიძლია დაგპირდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მოღიტინებასაც ვერ შევძლებთ. ბოლო მატჩებში საკმაოდ ბევრი შეცდომები დავუშვით და ჩვენმა ოპონენტებმა საპასუხოდ დაგვსაჯეს კიდეც. აღნიშნულმა შეცდომებმა უკვე სისტემატიური სახე მიიღო და ეს უნდა გამოვასწოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტ პრობლემას დავიმატებთ.” – გატუზოს სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.




ბარსელონა დადებს წელს ❤️ ნახავთ აგერ 😂❤️
ჯენარო ძმაო შენ არ იდარდო .. აქეთ უნდა ნახო რა ყ.ეები არიან <3 გული არ გაიტეხო