“ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ, პრესასთან ინტერვიუში კლუბის ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი შეაქო.
არგენტინელმა განაცხადა, რომ “ბარსელონაში” ყოფნის დროს შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში, ვიდალს აუცილებლად შეიძენდა.
“დღეს, არტურო ვიდალი გუნდის გულია იმის გამო, რასაც იგი მოედანზე აკეთებს. აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ თამაშობს ის, შემოდის მოედანზე და გოლები გააქვს. ვხედავ, რომ გასულ წელთან შედარებით, ის ძალიან შეიცვალა, ეს წელი არტუროსთვის უბრალოდ შესანიშნავი იყო, ჩემი აზრით, ის “ბარსელონაში” უნდა დარჩეს.
შესაძლებლობა რომ მქონოდა, 2013-2014 წლებში მას “ბარსელონაში” აუცილებლად მოიყვანდი, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები საკმაოდ პირადული იყო.” – მარტინოს სიტყვებს Diario Sport ციტირებს.



ვაა (პელე) მარტინოო, ცოცხალი ხარ ტო.
გული არა უფრო სხვის საჩეხად მოქნეული ფეხი