“ბარსელონას” 33 წლის ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, კვლავ მილანის “ინტერის” ინტერესის სფეროშია. ჩილელი ფეხბურთელის “ბარსადან” შესაძლო წასვლაზე აქამდე ხშირად საუბრობდნენ, ახლა კი იტალიურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება: FCInterNews-ის ინფორმაციით, “ნერაძური” ვიდალის დამატებას სულ რაღაც 8-10 მილიონ ევროდ შეძლებს.
წყაროს ცნობით, არტურო მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” შემადგენლობაში შანსი აღარ მიეცემა და აპირებს, “ინტერთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
“ბლაუგრანასთან” ვიდალის მოქმედ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა მომდევნო სეზონის ბოლოს უსრულდება. 2018 წელს “ბაიერნიდან” გადმოსვლის შემდეგ, სამხრეთამერიკელს “ბარსელონას” მაისურით ჯამში 95 მატჩი აქვს ჩატარებული.



დასვან? მაგას რამდენიმე თამაში გამოატოვებინეს და წასვლაზე ალაპარაკდა. სად დაჯდება? ატეხავს ერთ ამბავს.
ეს რამ მოათრევინათ მარა ამის დროს კოუ იყო და ბუსი ვიდალი კოუ უნდა ყოფილიყო ცენტრი წესით რო არა როტაციები
სტატია წაიკითხეთ? სკამზე იყყოსო ისე ამბობთ თითქოს ჭ კლასის მოთამაშეზე ლაპარაკობთ, არ უნდა ეს სკამი, ტიპი ყოველ მეორე თამაშს თამაშობდა და მაინც ტიროდა სოცქსელებიდან დრო მინდაო. მერე მეორე, ხელფასი აქვს საკმაოდ მაღალი, სკამის მოთამაშეზე მაღალი და ეგეცაა. 10 მილიონზე მეტს კიდე 33 წელს მიახლოებულ კაცში არავინ გადაიხდის.
10 მილიონი არაფერია ჯობია სკამზე იჯდეს და სეზონში 10-15 მატჩი ითამაშოს
10 მილიონს არ გაყიდონ და სჯამე დასვან ეგ ჯობს