workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
მატეუს პერეირა ნახევარფინალის წინ: მზად ვართ და იმედი გვაქვს, რომ დავწინაურდებით

მატეუს პერეირა ნახევარფინალის წინ: მზად ვართ და იმედი გვაქვს, რომ დავწინაურდებით

23 ივლისს “ბარსელონა ბ” ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. სეგუნდა დივიზიონში დასაწინაურებელი ფლეი ოფის ნახევარფინალში კატალონიელების მეტოქე “ბადახოსი” იქნება. 

“ბარსას” 22 წლის ახალწვეულმა, მატეუს პერეირამ, რომელსაც სარეზერვო გუნდში დებიუტი სულ ახლახანს ჰქონდა, მატჩის წინ BarcaTV-სთან კომენტარი გააკეთა. 

“ძალიან რთული მატჩი იქნება, ისევე, როგორც “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ იყო. ჩვენ მზად ვართ და მუდმივად ვვარჯიშობთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ.

მნიშვნელოვანია, რომ სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დასრულდა. იმედი გვაქვს, სეგუნდაში აღზევებას მოვახერხებთ”. – თქვა ბრაზილიელმა. 

ფლეი ოფის წინა ეტაპზე “ბლაუგრანამ” “ვალიადოლიდის” სარეზერვო გუნდი 3-2 დაამარცხა, “ბადახოსმა” კი ბილბაოს “ატლეტიკის” მეორე გუნდს თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • me da barca
    schedule 22 ივლ 2020, 14:01
    #1

    წარმატებები. სეგუნდაში უნდა გაიჩითოთ.