ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ბარსელონა” სრულიად უმოტივაციოა და ასეთივე მდგომარეობაში მყოფ “ალავესს” სტუმრობს.
კიკე სეტიენის გუნდს დიდი მოტივაცია და მონდომება არც აქამდე ეტყობოდა და არ მინდა წარმოვიდგინო, რა გველის ბოლო ტურში.
თუმცა, “ალავესთან” დაპირისპირებისთვის, შეგვიძლია, რამდენიმე ინტრიგა ხელოვნურად შევქმნათ. მაგალითად, ითამაშებს თუ არა ლეო მესი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, პანდემით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ათივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელისთვის ეს ისედაც რთულია, მაგრამ ამის 36 დღეში გაკეთება კიდევ უფრო წარმოუდგენელია. ეს იგრძნობა კიდეც – კაპიტანი აშკარად ძალიან გადაღლილია… არა მხოლოდ ფიზიკურად.
მეორე მხრივ, ლეოს გოლები აქვს გასატანი. ის “პიჩიჩის” სარეკორდო წოდებისთვის იბრძვის და თუ “ალავესს” ვერ გაუტანა, მოგვიანებით გასამართ მატჩში, “ლეგანესთან”, ქარიმ ბენზემა იმდენ თერთმეტმეტრიანს დაარტყამს, სანამ არგენტინელს არ აჯობებს.
ივარაუდება, რომ ლა ლიგაში, “ბარსელონას” ფორმით მეორედ ითამაშებს ნეტუ, ტერ შტეგენს კი დასვენების საშუალება მიეცემა.
დანაკლისი
საინტერესოა ისიც, როგორ დააკომპლექტებს სეტიენი დანარჩენ პოზიციებს. ტრავმირებულ გრიზმანს, დემბელესა და უმტიტის დისკვალიფიცირებული პიკე, რაკიტიჩი და ფირპო დაემატნენ, ტურინის გზაზე იძულებით დამდგარი არტური კი სეტიენმა განაცხადშიც კი არ შეიყვანა. ეს ნიშნავს, რომ პირველი გუნდიდან განაცხადში მხოლოდ 12 ფეხბურთელი მოხვდა და “ბარსა ბ-დან”, უდროო დროს, 4 მოთამაშის დამატება გახდა საჭირო. რატომ უდრო დროს? ხვალ, “ბარსა ბ-ს” მნიშვნელოვანი თამაში აქვს – “ვალიდოლიდის” სარეზერვო გუნდთან მოგების შემთხვევაში, ახალგაზრდა კატალონიელები ზედა დივიზიონში გადასვლისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამებ. ასეთ დროს, სეტიენმა გარსია პიმიენტას გუნდს რიკი პუჩი, რონალდ არაუხო და ანსუ ფატი წაართვა.
“ალავესს”, ტრავმირებული რუბენ დუარტე და ფერნანდო პაჩეკო, ასევე დისკვალიფიცირებული როდრიგო ელი არ ეყოლება. საეჭვოა შიმო ნავაროს თამაშიც. პაჩეკო გუნდის პირველი მეკარეა, დუარტე – ძირითადი მარცხენა მცველი, ელი დაცვის ცენტრში თამაშობს სტაბილურად, ხოლო ნავარო სათადარიგო მარჯვენა მცველია, რომელსაც დაცვის ცენტრშიც ვხედავთ ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ მეტოქეს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს, რასაც, იმედია, “ბარსელონა” გამოიყენებს და გათამაშებას მაჟორულ ნოტაზე დაასრულებს.
სათამაშო ფორმა
“ალავესმა”, ზედიზედ 6 თამაშის წაგების შემდეგ, ჯერ “ხეტაფესთან” შინ ქულას გამოჰკრა ხელი, წინა ტურში კი, “ბეტისი” სტუმრად დაამარცხა, რამაც ბასკებს ლა ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
“ბარსელონა” კი… ეჰ.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს სულ 34-ჯერ შეხვედრიან. იმის გამო, რომ “ბარსელონა” სულ ასეთი გუნდი არ იყო, კატალონიელებს დიდი უპირატესობა აქვთ- 24 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება, 88 გატანილი და 31 გაშვებული გოლი.
“ბლაუგრანამ” მეტოქეს ბოლო 7 დაპირისპირება მოუგო.
მეტოქის მოედანზე ჩატარებული 16 შეხვედრიდან “ბარსამ” 9 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
ალავესში გამართული ბოლო 5 მატჩი სტუმრებმა მშრალად მოიგეს (გაიტანეს 15 გოლი), მანამდე კი გუნდებმა 2-ჯერ უგოლოდ ითამაშეს. ეს ნიშნავს, რომ “ბარსას”, “ალავესთან” სტუმრად გამართულ ბოლო 7 მატჩში, გოლი არ გაუშვია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არცერთ იმ შეხვედრაში კატალონიელებს კიკე სეტიენი არ წვრთნიდა.
არბიტრი
შეხვედრის განსჯა 38 წლის ხუან მარტინეს მუნუერას დაევალა.
მისი მონაწილეობით გამართული 23 თამაშიდან “ბარსელონამ” 17 მოიგო (74%), 3 ფრედ დაასრულა (13%) და 3 წააგო (13%). კატალონიელებმა მიიღეს 53 ყვითელი და 0 წითელი ბარათი. აღსანიშნავია, რომ მუნუერას მსაჯობის დროს, არცერთ სხვა გუნდს ასეთი კარგი შედეგი არ აქვს.
“ალავესს”, მუნუერას მიერ განსჯილ 6 შეხვედრაში 2-2 მოგება, ფრე და წაგება დაუგროვდა. ბასკებმა 15 ყვითელი და 0 წითელი ბარათი მიიღეს.
სტატისტიკა
- ამ გუნდებს შორის “მენდისოროსაზე” გამართულ ბოლო 7 თამაშში “ბარსელონას” გოლი არ აქვს გაშვებული;
- “ბარსამ” “ალავესს” ბოლო 7 თამაში მოუგო;
- გუნდებს შორის გამართული ბოლო 11 თამაშიდან 9-ში “ბლაგურანა” მინიმუმ 3 გოლის გატანას ახერხებდა;
- “ალავესის” მიერ ჩატარებულ ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში მაქსიმუმ 2 გოლი გადიოდა;
- “ალავესს”, ბოლო 3 საშინაო თამაშში გოლი არ აქვს გატანილი;
- “ბარსელონას”, ბოლო 5 გასვლით შეხვედრაში წაგება არ აქვს.
მწვრთნელების კომენტარი
ხუან მუნისი: “ძალიან მნიშვნელოვანი მეტოქისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან თავიანთი თვისებების წყალობით, მეტოქე ფეხბურთელებს თამაშში ბალანსის დარღვევა შეუძლიათ.”
კიკე სეტიენი: “ჩემპიონატის მაჟორულ ნოტზე დასრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მომავლითვის უნდა მოვემზადოთ და ჩემპიონთა ლიგაზე ვიფიქროთ. ამაზე გუნდთან უკვე ვისაუბრეთ”. სეტიენის სრული კომენტარი.
სავარაუდო შემადგენლობები
ალავესი (4-3-3): ხიმენესი, აგირეგარიბია, მაგალიანი, ლაგუარდია, მარინი, გარსია, პინა, პონსი, ვიდალი, პერესი, საინსი.
ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, ს. რობერტო, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ვიდალი, დე იონგი, მესი, სუარესი, ბრეითუეიტი.
პროგნოზი
WhoScore: 0-2
Sportsmole: 0-2
Sportskeeda: 1-3
სახეს იხმარება დღეს ხავისას
—ფერანი–ლ.დე იონგი–აბდე—
—ფრენკი–ბუსი–ნიკო—
—ალბა–არაუხო–პიკე–ალვესი—
————შტეგო
ბუსის კამზე დასმაც შეიძლება,მარა მაშინ პედრიმ უნდა ითამაშოს ან პუჩიმ და დე იონგი საყრდენზე დადგეს.
განაცხადი როდის დაიდება?
რა თქმა უნდა უნდა მოვიგოთ, თან გული მწყდება ჩემი შვილი ალავესს გულშემატკივრობს და სტადიონზეც იქნება. ვიტორიაში ცხოვრობს. პანდემიამდე ამ თამაშებზე ჩავდიოდი ხოლმე.
ან თამშზე სულ არ ვფიქრობ.არც ტიტულის დაკარგვა მადარდებს.სულ ყოველთვის ჩემპიონი ვერ გახდები მაგრამ საფიქრალი და სადარდებელი ისაა,რომ თუ რა დღეშია გუნდი .იქცევა,იშლება და გაფარჩაკდა გუნდი.ნუთუ ვინმეს ამ გუდით სახელი რომ დარჩა მხოლოდ ლიგაზე რამის იმედი აქვს?ნაპოლმა უბდა გამოგვაგდოს რომ იქნებ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.სანამ ცენზურა აჩკარიკ პრეზიდენტია გუნდს არაფერი ეშველებს.ესაა მწარწ რეალობა და თვალი უნდა გავუსწოროთ.
თუ ბოლომდე გონებაჩლყნგები არ არიან და ბართლომეოს პრობკები, მესიდან დაწყებული და შტეგენით დამთავრებული ეს თამაში უნდა დათმონ უშანსოდ. უნდა დაანახინ ვითომ პრეზიდენტსაც და იქაურ სირბანჯო კულეებსაც რომ ამ მწყემსის ხელში არ უნდათ თამაში. ეს თუ მოიგეს დატოვებენ მწყემს და ესეუგი ლიგის მოგების სურვილიც არ აქვთ. დღეს გამიჩნდება რა უნდა გუნდს რეალურად.
ჩემი აზრით ბარსამ უნდა დაიმატოს შემდეგი სეზონისთვის ტაგლიაფიკო ტიაგო ალკანტარა ნეიმარი და დესტი თუ ემერსონი გაყიდეს ან ვერ გაამართლა, გასაშვებია რობერტო უმტიტი რაფინია ბრეიტვეიტი რაკიტიჩი ვიდალი დემბელე ნეიმარში ჩართონ კოუტინიო, დასაბრუნებელია ტოდიბო კუკურელია ემერსონი ალენა
ასე უნდა დადგეს შემადგენლობა
ტერ შტეგენი/ნეტო/პენია
სემედო,ემერსონი(დესტი)/პიკე,ტოდიბო/ლენგლე,არაუხო/ტაგლიაფიკო,ალბა
ტიაგო,ალენა/ დე იონგი,ბუსკეტსი/პიანიჩი,პუჩი
მესი,ტრინკაო/გრიზმანი,სუარეზი/ნეიმარი,პეფრი,ფატი
შემდეგ სეზონში დე ლიხტი ლაუტარო მწვრთნელი ტენ პაჰი ან ვენგერი ან ჩავი
აუ სეტიენ შენი დედაც მოვხან ბარსა ბ-საც რო უფუჭებ საქმეს