ხვალ, “ბარსელონა” ლა ლიგის 38-ე ტურში სტუმრად “ალავესს” დაუპირისპირდება. მატჩამდე კიკე სეტიენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მატჩი “ალავესთან”
“ჩემპიონატის მაჟორულ ნოტზე დასრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მომავლითვის უნდა მოვემზადოთ და ჩემპიონთა ლიგაზე ვიფიქროთ. ამაზე გუნდთან უკვე ვისაუბრეთ”.
ბართომეუსთან შეხვედრა
“ასეთი ტიპის შეხვედრები ნორმალურია. ცხადია, ყველა პროგრესირებასა და გამოსავლის მოძებნას ვცდილობთ. შეხვედრა მომავლისთვის მომზადებას ემსახურებოდა. ვიცით, რომ წინ დიდი გამოწვევა გველის”.
მესის განცხადება
“არის რაღაცები, რაზეც ვთანხმდებით და რაზეც ვერ ვთანხმდებით, თუმცა ეს ნორმალურია. ის აბსულუტურად მართალია, ისევე ცუდად თამაში, როგორც ეს რამდენიმე მატჩში მოხდა, არაფერს გვარგებს. ყველას გვესმის, რომ გაუმჯობესება გვმართებს, უფრო მტკიცე და სანდო უნდა გავხდეთ.
თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც ვილიარეალში, როცა, თითქმის, ყველაფერი იდეალურად შევასრულეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებთ.
ფიქრობთ თუ არა, რომ მესი თქვენ გგულისხმობდათ
“არა, საერთოდ არა. თითოეული ჩვენგანის განცხადება შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული. ეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ყველას დასვენება გვჭირდება”.
რატომ არ ეხმარებიან პუჩი, ფატი და არაუხო “ბარსა B-ს”
“ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად უნდა განვიხილოთ და ერთად უნდა მივიღოთ. დღევანდელ განაცხადში 16 ფეხბურთელია, მათ შორის სამი მეკარე, ჩვენ სხვა ფეხბურთელი არ გვყავს. მათ ფლეი-ოფში თამაში შეეძლოთ, თუმცა ტრავმიანობის ალბათობა და მისი თანმდევი სავალალო შედეგები უნდა გავითვალისწინოთ. ეს ჩვენს შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე შეამცირებს”.
გუნდის ცუდი თამაში
“ჯერჯერობით, საუკეთესო თამაში “ვილიარეალთან” ვაჩვენეთ. ბევრი რამით კმაყოფილები ვართ, თუმცა ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ. ლა ლიგაში მეტი თამაშის მოგება დავიმსახურეთ. მომავალში ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია”.
მესის სიტყვები ინტენსივობის ნაკლებობის შესახებ
“ყველამ ვიცით, რომ ხასიათი სხეულის ძრავაა. ვფიქრობ, ინტენსივობას ხასიათი განსაზღვრავს, რაც, ამჟამად, საუკეთესო არ გვაქვს”.
არტური
“მან დღეს, დილით მითხრა, რომ კოჭი აწუხებს”.
გადადგომა
“როდესაც მოვედი, ვთქვი, რომ უკანასკნელ დღემდე სიამოვნებას მივიღებდი. ახლაც, სიამოვნებას ვიღებ, მიუხედავად იმისა თუ რა მდგომარეობაში ვართ. ვიცოდი, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი. მარცხი ყოველთვის გამარჯვების შანსს ნიშნავს. წასვლის სურვილი არასდროს მქონია, ამაზე არც მიფიქრია”.
ფეხბურთელების ეგო
“გარკვეული სიტუაციები ჩემთვის ახალი იყო. იმ გასახდელისა და გუნდის მართვა, რომელიც 15 წლის განმავლობაში ყველაფერს იგებდა, რთულია. რამდენიმე რთული პრობლემის გადაჭრამ მოგვიწია, თუმცა ასეთ გუნდში ეს ნორმალურია”.
პირველი ექვსი თვე “ბარსაში”
“სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ვფიქრობ, რომ იქ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები. მე, კვლავ, ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა”.
ხვალინდელი მატჩი, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება
ეს @ლე სიამოვნებას იღებს ხოლო მილიონობით გულშემატკივარი დედას რომ აგინებს ფეხებზე ჰკიდია. შენ და ვართო ორივე მოსატყ@@@ვები ხართ და მალეც მოვა ეგ დრო
ეს კიდევ ცოცხალია
ერთი საეჭვო კითხვა მეც გამიჩნდა,რატომ არ ბლოკავთ ამ თეთრი ვირთხების გამაღიზიანებელ ფანებს?
ეგ ირონია კარგად დაახვიე აი კარგად და მერე კი იცი რაც უნდა უქნა))
რა თქმა უნდა ვიცი ძმა. ოღონდ მაგას არ გაკადრებ და ძველებურად კარგ შუტკებს გაგიძრობ, რომ მიხვდე, პელესის გამო კი არა, გაფეტიშებული ფეხბურთელების გამოა კლუბი უკან
საუკეთესო თამაში გვქონდა სელტასთან ჩემი აზრით, ვილიარეალთან უბრალოდ ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. აი სელტასთან დავფრინავდით მთელი თამაში
,,გპირდებით ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს ითამაშებს" -ეს სიტყვები ვის ეკუთვნის? სიტყვის კაცი არყოფილხარ კიკიტო
ერთი საეჭვო კითხვა მეც გამიჩნდა,რატომ არ ბლოკავთ ამ თეთრი ვირთხების გამაღიზიანებელ ფანებს?
ეგ ირონია კარგად დაახვიე აი კარგად და მერე კი იცი რაც უნდა უქნა))
რაის მაჟორული ნოტა.შ მენახირე ბენზემავ.მოკალი,გააფარჩაკე გუნდი რა მაჟორები აგიტყდა.წადი რა დაგვასვენე.რაღაც ნამუსი იქონიე მაინც.
რას ეწევა ეს ხალხი ამისთანას
ორი საეჭვო ფაქტი გამოვავლინე ძმებო. რატომ ეკეთა იმ საღამოს მილიტაოს სათვალე? და ოსასუნას 10 კაცი. განგებ ხომ არ გააგდეს, რათა შესცოდებოდნენ ჩვენს ბიჭებს და გოლი აღარ გაეტანათ?