workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო დემე: მესი ნამდვილი გიჟია

დიეგო დემე: მესი ნამდვილი გიჟია

“ნაპოლის” 28 წლის ნახევარმცველი, დიეგო დემე, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, არგენტინელის შეჩერება ძალიან რთულია.

“მესი ნამდვილი გიჟია. საოცარია ის, რასაც იგი ბურთით სჩადის. როდესაც მის თამაშს ტელევიზორში ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ მისთვის ბურთის წართმევა არც ისე რთული უნდა ყოფილიყო”.

გერმანელს მესისთან დაპირისპირების საშუალება 25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიეცა.

“თამაშისას, იყო ორი-სამი მომენტი, როდესაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთს ავართმევდი, თუმცა იმდენად სწრაფი მოძრაობები გააკეთა, რომ ცარიელ სივრცეში აღმოვჩნდი”, – მის სიტყვებს Bild ციტირებს.

განმეორებითი შეხვედრა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward