ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” რეკორდი გასვლით მატჩებში

“ბარსელონას” რეკორდი გასვლით მატჩებში

გუშინ გაიმართა ლა ლიგის ბოლო, 38–ე, ტური, სადაც “მალაგამ” უმასპინძლა კატალონიის “ბარსელონას”. კატალონიელებმა შეხვედრა 1:3 მოიგეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერები” დუბლიორებით თამაშობდნენ და არა ძირითადი ფეხბურთელებით. გუნდის ბირთვი კი “უემბლისთვის” ისვენებდა.

 

როგორც ჩანს, გუშინდელი გამარჯვებით, “ბარსელონას” დაამყარა რეკორდი პრიმერას ისტორიაში და გახდა საუკეთესო “სტუმარი”. კატალონიელებმა 14–ჯერ იმარჯვეს სტუმართა კედლებში, რაც საუკეთესო შედეგია. არც გატანილი გოლების მხრივ მოიკოჭლებენ. შეგახსენებთ, რომ პრიმერაში წელს მაქსიმალური ანგარიშ 8:0 დაფიქსირდა, რომლებიც “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” მოიგეს გასვლაზე “ალმერიასთან”. “ბარსელონამ” მხოლოდ 1 მატჩი წააგო გასვლაზე და ეს მოხდა ლა ლიგის 34–ე ტურში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ( 1:2 ).

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ბარსა” არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც აბსოლუტურად ყველა გასვლით შეხვედრაში გაიტანა თითო გოლი მაინც.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში