workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ფონტი: მესი იმედგაცრუებულია

ვიქტორ ფონტი: მესი იმედგაცრუებულია

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიქტორ ფონტი, პრესასთან ინტერვიუში ლიონელ მესიზე მორიგ განცხადებას აკეთებს. 

“ლეო ბედნიერი ნამდვილად არ არის, ის იმედგაცრუებულია. წლები გადის და ის ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებს. ამისთვის შესაფერისი მომზადებაა საჭირო. ჩვენ გვსურს, რომ მას ესმოდეს – იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ზაფხულიდან კლუბს ვუხელმძღვანელებთ, მესის ყველა პირობა ექნება, რათა მას კარიერის ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ტიტულების მოგების შესაძლებლობა ჰქონდეს.” – ფონტის სიტყვებს BBC ციტირებს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მესიმ “ბარსელონასთან” ერთად ლიგის ტიტული 2015 წელს მოიგო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • ibra ibra
    schedule 18 ივლ 2020, 01:20

    yovtvis tripleti sheidzleba ver movigot magram ragacnairad mjera rom wels chempionta ligas movigebt