“ოსასუნასთან” მარცხის შემდეგ (1-2) “ბარსელონამ” დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. ბაზაზე იმყოფებოდა ანტუან გრიზმანიც, რომელიც კონკრეტული მეთოდით დამოუკიდებლად ვარჯიშობდა.
“ბარსელონა” შემდეგ შეხვედრას ლა ლიგის ბოლო ტურის ფარგლებში, “ალავესის” წინააღმდეგ ჩაატარებს. პირველი გუნდი კი შემდეგ ვარჯიშს შაბათს, 11.30 საათზე (თბილისის დროით) გამართავს, ამის შემდეგ კიკე სეტიენი პრესკონფერენციას ჩაატარებს.

