”ბარსელონას” შემადგენლობა დილის 11 საათზე მალაგას აეროპორტში დაეშვა, სადაც დღეს ღამით, ”ლა როსალედაზე” ადგილობრივ ”მალაგას” დაუპირისპირდება.
90 წუთიანი ფრენის შემდეგ ”ბარსელონას” შემადგენლობა კარლეს ვილარუბისთან, სუსანა მონხესთან, პილან გუინოვარტთან, ჟოან ბლადთან და სპორტულ დირექტორ, ანდონი სუბისარეტასთან ერთად მალაგაში ჩაფრინდა. გუნდის ჩაფრენისას ქალაქში ტემპერატურა 20 გრადუსი იყო. აეროპორტიდან ავტობუსით ფეხბურთელები სასტუმროში გაემგზავრენ, სადაც მატჩის დაწყებამდე დაისვენებენ. გუნდის წამყვანი ფეხბურთელები და გაბრიელ მილიტო (ტრავმირებული იყო) ბარსელონაში დარჩნენ.
მალაგა ”ბარსელონას” მასპინძლობს
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.