“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფმა ფრანგმა მცველმა, ჟან-კლერ ტოდიბომ, მიმდინარე სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური მხოლოდ 3-ჯერ მოირგო, იანვარში კი იჯარის წესით “შალკეში” გადავიდა. ტოდიბო თვლის, რომ მან კატალონიურ კლუბში მეტი სათამაშო დრო დაიმსახურა.
“ამ სეზონში “ბარსელონაში” მეტი სათამაშო დრო დავიმსახურე. პირველი ექვსი თვე, როდესაც კლუბში მოვედი, უთამაშებლობის წინააღმდეგი არ ვიყავი, რადგან ვარჯიშებზე თავად დავინახე, რომ შესაფერისი დონის არ ვიყავი.
როდესაც ვარჯიშებზე მიდიხართ, თქვენ ხედავთ, რომ სერხიო ბუსკეტსი ბურთს არ კარგავს, თქვენ კი ოთხჯერ, ხუთჯერ ან ექვსჯერ კარგავთ. როდესაც ეს შევამჩნიე, საკუთარ თავს კითხვა დავუსვი. შემდეგში კი უბრალოდ ვაკვირდებოდი, თუ რას აკეთებდა ბუსკეტსი და სხვა მოთამაშეები.” – ტოდიბოს სიტყვებს Onza Mondial ციტირებს.




ადრეც უთამაშია; ეჰ სიკო ეძახე და ახლა ვალოდია რო გვყოლოდა ლა ლიგას არ დავთმობდით;
ბუსკეცს ვაკვირდებოდიო, საყრდენ ნახევარმცველობა ხო არ გინდა ვაჟკაც? ისე კი ათამაშა სიკო ვალვერდემ თან ბუსკეცი შეაცვლევინა
მაგარ დიდ შეცდომას დავუშვებთ ამას თუ გავყიდით ამ კომენტარშიც მაგრად ეტყობა რო აზროვნებს
ისე ეგ კაი ჩვევაა სხვათშორის ნებისმიერ საქმეში; როცა ხვდები რო არიცი რაღაც…