workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალაბა წელიწადში 20+ მილიონს ითხოვს, მისთვის პრიორიტეტული “ბარსელონაში” ან “რეალში” თამაშია

ალაბა წელიწადში 20+ მილიონს ითხოვს, მისთვის პრიორიტეტული “ბარსელონაში” ან “რეალში” თამაშია

მიუნხენის “ბაიერნის” ავსტრიელი მცველი, დავიდ ალაბა, გერმანული კლუბის დატოვებასთან ახლოსაა, იტყობინება Bild.

Bild-ზე დაყრდნობით, Bayern & Germany იტყობინება, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კლუბსა და მოთამაშეს შორის უთანხმოებაა, ამის მიზეზი კი ანაზღაურების პუნქტია. ავსტრიელი წელიწადში 20+ მილიონ ევროს ითხოვს. 

“ბაიერნის” დატოვების შემთხვევაში, ალაბას კარიერის გაგრძელება “ბარსელონაში” ან “რეალში” სურს, თუმცა ესპანური გრანდები კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ფეხბურთელის შეძენას მიმდინარე ზაფხულში ვერ შეძლებენ. 

დავიდ ალაბას სავარაუდო სატრანსფერო ფასი 36 მილიონი ევროა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 15 ივლ 2020, 17:13

    მცველისთვის 20 მილიონის მოთხოვნა ნამეტანი ხომ არაა?

  • Don_Andresito
    schedule 15 ივლ 2020, 15:44

    ნამდვილად არაა ის დონე რო ამხელა ხელფასი ქონდეს. კარგი მარცხენა და საშუალო დონის ცენტრალური მცველია. უნივერსალია, ერთდროულად ალბას და ლენგლეს კონკურენტი იქნებოოდა, მარცხენა ფლანგს გამოაცოცხლებდა და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, ჩვენ კი ბევრი გყავს მაგ პოზიციაზე მარა გამოგვადგებოდა ზოგადად. პროსტა ამხელა ხელფასი რავი, უფასოდ რო მოდიოდეს კიდე ხოო მარა ბავარია 30-40 მილიონზე ნაკლებად არ დათმობს. მაგას პლიუს 4-5 წლიანი კონტრაქტი რაც დაახლოებით 80-100 მილიონია ხელფასის ამბავში და გავკოტრდებით. ისედაც სახელფასო ჭერი გადატვირთულია. წავიდეს სიტიში, დატანჯეს პეპი უინტელექტო მენდიმ და ზინჩენკომ.

  • NeymardaSilva
    schedule 15 ივლ 2020, 15:34

    ბებიამაგისამ 20 მილიონი ბუსკეცს და პიკეს არ აქვთ და ეს ვინ მიგდია. გასაგებია იაფად შეიძლება დათრევა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებისთვის ეს თავზე ქნა იქნება

  • Pique_3
    schedule 15 ივლ 2020, 15:03

    პიკეს ბუსკცესს სუარესს და შტეგენს არაქ 20 მილიონი და ალაბა ვინ ჩემი შამბალაა😏

  • Flying Johan
    schedule 15 ივლ 2020, 14:51

    :დ შიგ ხოარააქ

  • M10 S9 D11
    schedule 15 ივლ 2020, 14:37

    რა ამბავია 20 მოლიონი მომინდომა მთვარეზე ჩუსტებით სიარული გრიმალდო მოიყვანეთ ახალგაზრდაცაა და ჩვენი აღზრდილიცაა

  • Visca el barca
    schedule 15 ივლ 2020, 14:37

    სისულელეა, წასვლა უნდა და თვითონაც იცის რომ ესეთ ხელფასს არავინ გადაუხდის მარცხენა მცველს. თორე ისე ასეთი ფლანგის მცველი როგორიც ალაბაა ბარსას ნამდვილად სჭირდება.

  • Anssumane
    schedule 15 ივლ 2020, 14:36

    20 მილიონი არა იხვის ტოლმა ჯერ დაამტკიცოს აქ თამაშით ეკუთვნის რო