რიკი პუჩი ანსუ ფატისთან ერთად “ბარსელონას“ მომავალს წარმოადგენს.
ეს ორი ესპანელი უკანასკნელი წლებში “ლა მასიის“ საუკეთესო პროდუქტებად ითვლებიან.
როგორც AS იტყობინება, “ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ რიკისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის მიხედვითაც პუჩი “ბლაუგრანას“ ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.
კიკე სეტიენის მოსვლის დღიდან კლუბმა სპეციალისტს მიზნად “ლა მასიელების“ აქტიურად გამოყენება დაუსახა.
გუნდის მთავარი მწვრთნელიც ამ მხრივ აშკარად გამოირჩევა. ბოლო დროს, თითქმის ყოველ მატჩში, პუჩსა და ფატის საკმაოდ ხანგრძლივი სათამაშო დრო ეძლევათ.



ბიჭი პოზიტივი <3
მაგარი ხარ რიკი აი ვინაა ინიესტა 2 სააღოლ
გრიზმანზე კი აზრი არ შემიცვლია სად დაარტყა ტიპმა კარგი რა 2 თამაში ითამაშა და ისევ წოუდემბელა ეს ფრანგები (ლანგლეს არ ეხება) სარჩენი ყავს თუ იმაიმუნა და ალიმენტებს იხდის ამ სახით ბართო ?