Eurosport-ის ცნობით, “ბარსელონა” თანაქალაქელებთან, ლა ლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 21 შეხვედრაში დაუმარცხებელია.
21 მატჩიდან “ბარსამ” 16 მოიგო, 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა, მათ შორის 15-ჯერ კარი “ბლაუგრანამ” მშრალად შეინახა.
“ესპანიოლმა” ბოლოს “ბარსა” 2009 წელს “კამპ ნოუზე” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. ნახსენებ თამაშში მასპინძლები სეიდუ კეიტას გაძევების გამო კაცნაკლულნი ნაადრევად დარჩნენ, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.
შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ კიკე სეტიენის გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს, “ესპანიოლი” სეგუნდა დივიზიონში ოფიციალურად დაქვეთდება.




გადავუაროთ უნდა დღეს ესპანიოლს
გული ცუდს მიგრძნობს, ურთიერთშეხვედრებში 9 წლიანი წყვეტა იქნება. 😁😁
სიმბოლურად,კატალონიის სიამაყემ უნდა გაუშვას მეორე ლიგაში კატალონიის სირცხვილი.