“ბარსელონას” პრეზიდენტმა მესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი ლეოს მამასთან, ხორხე მესისთან, დაიწყო.
ბართომეუსთვის კაპიტნის გუნდში დარჩენა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის სრულად ჩასამთავრებლად საკვანძოდ მნიშვნელოვანია.
ლეოს კი კონტრაქტის გახანგრძლივება “ბარსელონას” წევრების თვალში გუნდის ხელმძღვანელობის ავტორიტეტის ასამაღლებლად არ უნდა.
ბართომეუს საქციელი ორმხრივად გაუმართლებელია.
კლუბის პრეზიდენტი მთელი სეზონის განმავლობაში უამრავ სკანდალს აწყობდა, რათა სწორედ მესის იმიჯი შეელახა. ფეიქ ნიუსების გავრცელებითა თუ ხელფასების შემცირებაზე არსებული გაუგებრობით პრეზიდენტი მესის აქტიურად უტევდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სხვა ყველა შესაძლო ვარიანტი ხელიდან გამოეცალა, ახლა არგენტინელის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმებით ხალხის გულის მოგებას ცდილობს.
კლუბის არჩევნები 2021 წელსაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, ამჟამინდელი მმართველი ორგანო მონაწილეობას განმეორებით აღარ მიიღებს.
მიუხედავად ამისა, მესის მისი კონტრაქტის ეჭვქვეშ დაყენებით ბართომეუსა და მისი გუნდის საპრეზიდენტო პოსტიდან გათავისუფლება გარკვეულწილად შეუძლია.


მაგიტომაც იძახის რო წავალო ამ აჩკარიკას მოშორება უნდა თორე ეს ბარსადან არაა წამსვევლი
მიდი და გააგდე ეგ აჩკარიკა