workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ შეიძლება უნდოდეს მესის წასვლა?

რატომ შეიძლება უნდოდეს მესის წასვლა?

Cadena SER-მა 2021 წელს მესის მიერ “ბარსელონას” დატოვების შესახებ ინფორმაციასთან ერთად ის მიზეზებიც გაავრცელა, რომლებმაც, შესაძლოა, ფეხბურთელი აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს.

ერიკ აბიდალი: მესი თავისი ყოფილი თანაგუნდელის მიერ ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო ნაწყენია. არგენტინელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეტევა პერსონალურად მისკენ იყო მიმართული.

კიკე სეტიენი: ზემოთ ნახსენები წყაროს ცნობით, მესისა და სეტიენს შორის უთანხმოებას აქვს ადგილი, უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ჯერ არ ვრცელდება.

ნეიმარი: ლეო ვერ ხვდება, თუ რატომ არ ცდილობს კლუბი ბრაზილიელი გარემარბის გუნდში დაბრუნებას.

ჟოზეპ მარია ბართომეუ: არგენტინელს ამჟამინდელი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში გუნდში დარჩენა არ სურს.

უცნაური ჭორები: კაპიტანი ეჭვობს, რომ კლუბის შიდა სამზარეულოდან ვიღაც ჭორებს პრესას სპეციალურად აწვდის.

გასაოცარი ბრალდებები: მესი ფიქრობს, რომ მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე მისი გავლენის არსებობასთან დაკავშირებით, ტყუილ-უბრალოდ ადანაშაულებენ.

წარუმატებელი ტრანსფერები: ლეო “ბარსას” უკანასკნელი ტრანსფერებით უკმაყოფილოა. ის ფიქრობს, რომ კლუბის მცდარი გადაწყვეტილებების გამო მისთვის არასასურველ მოთამაშეებთან ერთად თამაში უწევს.

გაურკვეველი მომავალი: მესის სურს, იცოდეს, თუ ვინ იქნება გუნდის ახალი თავკაცი, ჩავი თუ რონალდ კუმანი.

დიდი ალბათობით, მესის კლუბიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია კვლავაც ჭორი აღმოჩნდება, თუმცა გუნდში არსებული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არგენტინელზე უარყოფითად მოქმედებს.

კაპიტანმა მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 27 გოლთან ერთად 22 ასისტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • Andres_Iniesta
    schedule 04 ივლ 2020, 02:52

    ციტატა: ♠️Spooky♠️

    ციტატა: Andres_Iniesta

    ციტატა: Iniesta_8
    აბიდალზე სუსტი სპორტული დირექტორი ამ საუკუნეში არ გვყოლია. ბართოუსთან ერთად უნდა წავიდეს სანამ თავს შეაძულებს ფანებს


    გუნდმა ყვეალფერი მიცა
    თითოეულმა ფანმა მისი ჯანმრთელობის ამბავი საშინლად მიიღო.

    გუნდტან ერთად იბრძოლა

    და ახლა იმ აადამიანთან მუშაობს ვინც მისს თანაგუნნდელებს ფეიკ ნიუსებს უვრცელბს.


    Pro.. Chia abidali


    მაგარი თან

  • davidus2020
    schedule 04 ივლ 2020, 00:39

    არ მჯერა მესი წავიდეს სხვა გუნდში,ერთადერთი გუნდი სადაც თეორიულად შეიძლება გადასულიყო სიტია, პეპეს გამო,მაგრა შოთა ბანი დაადეს,ლამის მისი ფეხბურთელები გარბიან,ასე რომ მესი ბარსადან ჯერ არ წავა,ან რომელ გუნდში უნდა წავიდეს???

  • jorjone444
    schedule 04 ივლ 2020, 00:04

    ამ ვირთხა ბართომეუს თუ მალე არ მოაშორებენ სულ მალე მილანის დონე გავხდებით.

  • M10 S9 D11
    schedule 03 ივლ 2020, 23:59

    აი პროსტა რა დონემდე მიიყვანეს კაცი გაქცევაზეა ლამის თუმცა მჯერა და ვიცი რო არსად არ წავა

  • me da barca
    schedule 03 ივლ 2020, 23:53

    ამ აჩკარიკას რომ ვუყურებ გული მერევა.

  • Andres_Iniesta
    schedule 03 ივლ 2020, 23:15

    ციტატა: Iniesta_8
    აბიდალზე სუსტი სპორტული დირექტორი ამ საუკუნეში არ გვყოლია. ბართოუსთან ერთად უნდა წავიდეს სანამ თავს შეაძულებს ფანებს


    გუნდმა ყვეალფერი მიცა
    თითოეულმა ფანმა მისი ჯანმრთელობის ამბავი საშინლად მიიღო.

    გუნდტან ერთად იბრძოლა

    და ახლა იმ აადამიანთან მუშაობს ვინც მისს თანაგუნნდელებს ფეიკ ნიუსებს უვრცელბს.

  • Iniesta_8
    schedule 03 ივლ 2020, 23:04

    აბიდალზე სუსტი სპორტული დირექტორი ამ საუკუნეში არ გვყოლია. ბართოუსთან ერთად უნდა წავიდეს სანამ თავს შეაძულებს ფანებს

  • Andres_Iniesta
    schedule 03 ივლ 2020, 23:01

    აბიდალს როგორ არ უტყდბეა პროსტა
    გუდნმა ყველაფეირ მიცა
    კიბოს დროს რამხელა პატივი სხეს და გუნდის დაშლაზსი იღებს მონაწილეობას

    გრიზმანის —- რაბიოს და კოშტას გაცვლაო

    :(((

    მეცინება

    სალობიეეეეეე

  • Anssumane
    schedule 03 ივლ 2020, 22:48

    აქედან ყველა ერთად