ავადმყოფობამ მისი ცხოვრება შეცვალა. აბიდალმა პრიორიტეტები შეცვალა და იმ აზრზეა, რომ ყოველთვის სწორად ფიქრი და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. აბი ასევე ამტკიცებდა, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ საჩხოვრებლად ბარსელონაში დარჩება.
”ცხოვრებას სხვაგვარად ვხედავ. ბევრი ნივთი, რასაც ადრე სასარგებლოდ და საჭიროდ ვთვლიდი ახლა ჩემთვის ასეთი მნიშვნელობის აღარ არის. ამის გამო ყველა მანქანა გავყიდე. როცა შენ ასეთი პრობლემა გაქვს, როგორიც მე მქონდა მანქანები საჭირო აღარ არის. ამიტომაც გავყიდე და მთლიანი ფული გადავგზავნე ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციაში” – განაცხადა აბიდალმა.
ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ვაჟკაცობა, ბარიერის დაძლევა და ოპტიმიზმი აბის მთავარი საფიქრალი იყო 2 თვის მანძილზე, რომელსაც არასდროს დაივიწყებს: ”ვფიქრობდი, რომ ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი. როცა ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზს გისვამენ სხვა რამეზე ვერ ფიქრობ და სწორედ ეს იყო პირველი, რაც ექიმს ვკითხე. ბევრი ადამიანი იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად. როდესაც საავადმყოფოში მივდივართ და ბავშვებს ვესაუბრებით ზუსტად იმ სიტყვებს ვეუბნებოდი ჩემს თავს: ყველაზე მთავარი ოჯახია და ბოლომდე ბრძოლა”.
მუშაობს, რათა ”უემბლიზე” გამოვიდეს
აბიდალმა რომის ფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა და მისთვის განსაკუთრებული იქნება 28 მაისს, ”უემბლიზე” თამაში: ”ვმუშაობ, რათა ფორმაში ვიყო. არ ვიცი ვიქნები 90 წუთის სათამაშოდ მზად თუ არა. ავადმყოფობის შემდეგ რთული იქნება ძველ დონეზე ასვლა, თუმცა მწვრთნელების დახმარებით და შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება”.
აბიდალმა იცის როგორია ”უემბლიზე” თამაში. ის იქ საფრანგეთი ნაკრებთან ერთად იყო და დატოვა წერილი პირობით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ”ბარსასთან” ერთად დაბრუნდებოდა: ”ეს სტადიონი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ის ძალიან დიდია. ”უემბლი” კლუბის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ თავს დავამატებთ. იქ წარწერა დავტოვე, სადაც მეწერა, რომ ფინალში ”ბარსა” ითამაშებს. იმედი მაქვს წარწერა კვლავ იქაა”.
”საცხოვრებლად კატალონიაში ვრჩები”
აბიდალმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ კატალონიაში საცხოვრებლად დარჩება. როცა მას ამის მიზეზებზე ჰკითხეს მისი პასუხი მარტივი და გასაგები იყო: ”იმიტომ რომ აქ მომწონს. ყოველთვის მსურდა ”ბარსაში” თამაში. ბევრი წელი ვიცხოვრე საფრანგეთში. აქ შესანიშნავი ცხოვრებაა. აქ ყველაფერია და ხალხიც ძალიან მოსიყვარულეა. არის მზე, ზღვა, სათხილამურო ბაზებიც ახლოსაა, ეს ყველაფერი ბავშვებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ის ცხოვრებაა, რომელიც ჩემს ოჯახს ჭირდება”.


