28 მაისს, ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე, “ბარსელონა” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ. შეხსენებაც არაა საჭირო, რომ საქმე გვაქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალთან. სად შეიძლება ვუყუროთ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს, თუ არა კავკასიაში ერთადერთ პლაზმურ ეკრანზე?
თბილისის Event Hall (ფილარმონიის შენობა) კვლავ გვაძლევს შეკრებისა და საყვარელი გუნდის ერთად გულშემატკივრობის საშუალებას.
ბილეთის ფასი შეცვლილია – შესასვლელი ბილეთი ღირს 15 ლარი და ეს თანხა გიჯდებათ ანგარიშზე. ანუ, შეგიძლიათ ამ 15 ლარით, ბარში რამე შეუკვეთოთ.
ადგილების დაჯავშნა დაწყებულია. დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე 99-00-99.
