workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონების აღლუმი (გაგრძელება)

ჩემპიონების აღლუმი (გაგრძელება)

ჩემპიონების აღლუმი (გაგრძელება)

იაია ტურე

მატჩები: 23
გოლები: 1
საგოლე პასები: 3
საუკეთესო მატჩი: დეპორტივოსთან (14 აპრილს)
შეფასება: 7,0

მთელი სეზონის მანძილზე არ წყდებოდა კამათი ტურეს გარშემო, მისი აგენტის ინტერვიუების ნაკადი არ წყდებოდა მსოფლიო პრესაში. ამის მიზეზი მათი განაწყენება გახლდათ, იმის გამო, რომ იაია ტურე ძირითად შეწმადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა.
იაია ტურე უდავოდ უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია და ძალიან მაღალი კლასი გააჩნია, თუმცა მისი ფორმისა და სათამაშო პრაქტიკის შესახებ წელს ძალიან ბევრი საუბარია, როგორც საქართველოში აგრეთვე კატალონიელ “კულეებს” შორის, ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ ის იმსახურებს ყველა მატჩში ძირითად ადგილს, ხოლო პეპ გუარდიოლა სერხიო ბუსკეტსს ენდობა. როგორც კულუარული ინფორმაციები და ჭორები ვრცელდება იაია ტურე ერთ-ერთი პირველი იქნება ამ სეზონში, ვინც კლუბს დატოვებს.

P.S. “ვიმედოვნოთ, რომ ეტო’ოს მაგალითი არ განმეორდება და ძალიან ძლიერ “მოყვარეს” “მტრად” არ გადავაქცევთ. იაია ტურემ გრანდებთან თამაშებში დაამტკიცა, რომ ის ღირსია “ბარსელონას” მაისური ეცვას, სეზონის უკანასკნელ მატჩში კი უბრალოდ შეუდარებელი იყო.”

ჩავი ერნანდესი

მატჩები: 34
გოლები: 3
საგოლე პასები: 14
საუკეთესო მატჩი: “რეალ მადრიდთან” (10 აპრილს)
შეფასება: 9,0

უკვე მარამდენე წელია “ბარსელონას” ვიცე კაპიტანი და მთავარი სულის ჩამდგმელი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი სტაბილურად და უმაღლეს დონეზე იცავს გუნდის ღირსებას. უკანასკნელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი მთელ ლა-ლიგაში და მსოფლიოში, ის შეუდარებელი იყო მესისთან ტანდემში და გენიალური პასებით ყოველ მატჩში ამარაგებდა მას. ჩავისათვის ეს სეზონი ნამდვილად გამორჩეული იყო, მან უამრავი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. “ბარსელონას” ამარცხებდა ის გუნდი, ვინც აჩერებდა ჩავის.

ანდრეს ინიესტა

მატჩები: 29
გოლები: 1
საგოლე პასები: 4
საუკეთესო მატჩი: “რასინგთან” (20 თებერვალს)
შეფასება: 6,0

ყველა თვლის, რომ ანდრეს ინიესტა, რომ ძირითად შემადგენლობაში ყოფილიყო ჩვენ აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებდით, ის ერთ-ერთი უძლიერესი შემტევი ნახევარმცველია მსოფლიოში და ძალიან დასანანია ეს სეზონი, რომელიც მას ტრავმის გამო ჩაუვარდა. მას ერთი მოძრაობით შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა, რადგან უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ეს ჩელსისთან შარშანდელმა დაპირისპირებამაც დაამტკიცა. ინიეტამ მონაწილეობა მიიღო სეზონის უკანასკნელ დაპირისპირებაში ვალიადოლიდთან და წელი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა.

სეიდუ კეიტა

ატჩები: 29
გოლები: 6
საგოლე პასები: 2
საუკეთესო მატჩი: სარაგოსასთან (25 ოქტომბერს)
შეფასება: 7,0

კიდევ ერთი კარგი სეზონი ძალიან კარგი ფეხბურთელის შესრულებით, სეიდუ კეიტა ყოველ მატჩში ცდილობდა აეწყო გენიოსი ჩავისათვის და ხშირად გამოდიოდა კიდეც, რაც ძალიან რთულია ჩამშლელი სტილის ნახევარმველისათვის, რომელსაც ინიესტას ტრავმის გამო შეტევაში ჩართვა ხშირად უწევდა. მან წელს 6 გოლის გატანა მოახერხა და ეს რიცხვი სარეკორდოა “ბარსელონას” ნახევარმცველებს შორის ამს სეზონში.

ლიონელ მესი

მატჩები: 35
გოლები: 34
საგოლე პასები: 9
საუკეთესო მატჩი: “სარაგოსასთან” (21 მარტს)
შეფასება: 10,0

ლიონელ მესიზე უკვე იმდენი დაიწერა და ითქვა რომ ჩემგან ბევრი საუბარი უბრალოდ ზედმეტი იქნება, ვიტყვი მხოლოდ მნიშვნელოვანს. ის სუკეთესო ფეხბურთელია პლანეტაზე. ის წელს გახდა ევროპისა და ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირი. ყველა მოუთმენლად ელის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას, ლიონელ მესის კიდევ ერთი გაბრწყინების მოლოდინში.
მან მოხსნა რეკორდი რომელიც 1996-97 წლების სეზონში ბრაზილიელმა “ფენომენმა” რონალდომ დაამყარა. ლიონელ მესიმ უკვე აიღო”ოქროს ბუცი”.

ჯეფრენ სუარესი

მატჩები: 12
გოლები: 2
საგოლე პასები: 0
საუკეთესო მატჩი: “ხერესთან” (24 აპრილს)
შეფასება: 7,0

სადებიუტო სეზონისათვის არც თუ ისე ურიგო შედეგია, რადგან მას სრულად თამაში არ უწევდა და შეცვლაზე შედიოდა მატჩების უმრავლესობაში. ჯეფრენი ძირითადად ნახევარდაცვაში თამაშობდა, თუმცა ის უნივერსალია და მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მატჩები: 29
გოლები: 16
საგოლე პასები: 8
საუკეთესო მატჩი: “სარაგოსასთან” (25 ოქტომბერს)
შეფასება: 6,0

არც თუ ისე ცუდი სეზონი ქონდა დასაწყისისათვის, რადგან მან 20-ზე მეტი გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე, ეს მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი, თუმცა “ბარსელონას” ნამდვილ გულშემატკივარს არ შეიძლებოდა მისი თამაშის ხარისხი მოწონებოდა, რადგან უამრავ ტექნიკურ შეცდომას უშვებდა უკლებლივ ყველა მატჩში და გამოსარჩევი და დასამახსოვრებელი მხოლოდ “კამპ ნოუზე” ჩატარებული “ელ კლასიკოა”, სადაც ზლატანის ერთადერთი გოლით გავიმარჯვეთ. მიუხედავად ამისა მის კლასში ეჭვის შეტანა ნამდვილად არ შეიძლება, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მისი განუწყვეტელი კრიტიკა ბუნებრივია, რადგან როდესაც ფეხბურთელში დაახლოებით 70 მილიონ ევროს იხდიან, პრაქტიკულად შეუძლებელია მან ერთ სეზონში მასზე გაცემული ავანსები სრულად გაამართლოს.

ბოიან კრკიჩი

მატჩები:
გოლები: 8
საგოლე პასები: 3
საუკეთესო მატჩი: “ტენერიფესთან” (10 იანვარს)
შეფასება: 6,0

ბოიანი არის “ბარსას” აღმოიჩენილი ტალანტი, რომელიც ზამთრის შესვენების შემდეგ ისე ათამაშდა რომ ყველა გააოცა, რამდენიმე მატჩში ის გუარდიოლას “ოქროს შეცვლად” იქცა და მისმა გოლებმა ბარსელონას საკმაო რაოდენობის ქულები მოუტანა ესპანეთის ლა-ლიგაში.

ტიერი ანრი

მატჩები: 21
გოლები: 4
საგოლე პასები: 1
საუკეთესო მატჩი: “ვალენსიასთან” (14 მარტს)
შეფასება: 5,0

“ტიტის” უკანასკნელი სეზონი “ბარსელონას” შემადგენლობაში წარუმატებელი გამოდგა, ისი ძირითადად სათადარიგო სკამიდან ადევნებდა მატჩებს და გადამწყვეტ მატჩებში მას გუარდიოლა არ ენდო. თუმცა განვლილი სეზონებიდან
გამომდინარე მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი “ბარსელონას” გულშემატკივართა გულში.

პედრო როდრიგესი

მატჩები: 34
გოლები: 12
საგოლე პასები: 3
საუკეთესო მატჩი: “დეპორტივოსთან” (14 აპრილს)
შეფასება: 9,0

პედრო როდრიგესი თავდასხმაში მესისთან ერთად შეუჩერებელი იყო ამ სეზონში, მან მატჩების უმეტესობაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლის გატანა მოახერხა ლა-ლიგაში. პედროს შესანიშნავი თამაში ესპანეთის ნაკრების მწვრთნელ დელ ბოსკეს არ გამოპარვია და ის ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

“ბარსელონას” შემადგენლობაში ამ სეზონის მატჩებში აგრეთვე მიიღეს მონაწილეობა ნახევარმცველებმა: დოს სანტოსმა (3 მატჩი), ტიაგო ალკანტარამ (1 მატჩი); მცველებმა: ბარტრამ (1 მატჩი) და ანდრეუმ 1 (მატჩი)

www.sports.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • ousmane dembele 11
    schedule 20 სექ 2020, 20:37
    #1

    ზდზდზდ