ორშაბათს, “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, გუნდის მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს, შინ ესტუმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა, წერს RAC1.
ბართომეუს თან კლუბის რამდენიმე დირექტორი ახლდა: ოსკარ გრაუ, ხავიერ ბორდასი და ერიკ აბიდალი. შეხვედრის მიზანს კლუბისთვის მნიშვნელოვან მომენტში მწვრთნელისთვის თანადგომის გამოხატვა იყო. გამოცემის თქმით, ხელმძღვანელობამ სეტიენს გუნდის თამაშის გაუმჯობესებაც მიულოცა და “სელტასთან” ქულების დაკარგვა მსაჯის მიერ შეცდომით დანიშნული ჯარიმის შედეგად იქნა შეფასებული.
ასევე, შესაძლოა, გუშინდელი შეხვედრა “სელტასთან” მატჩის შემდეგ, გასახდელში მომხდარ ინციდენტთან იყოს დაკავშირებული.
რა მიულოცაო? რამე არასწორად წავიკითხე?
Gundis tamashis gaumjobesebao? Ddddddddddd