”მალაგას” ბრაზილიელი ფორვარდისთვის სეზონი მოსალოდნელზე ადრე დასრულდა.
ჟულიომ ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც 2-3 კვირა უქმობა მოუწევს, ამის შესახებ ”მალაგას” ოფიციალური საიტი წერს.
29 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იყო მას შემდეგ, რაც იანვარში ”მალაგაში” გადავიდა. პრიმერას 11 მატჩში მან 9 ბურთი გაიტანა. თავად ”მალაგამ” უკანასკნელ 7 ტურში 5 შეხვედრა მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ბაპტისტას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება მანუელ პელეგრინის გუნდისთვის. მიუხედავად ამისა ”ბარსელონასთან” მატჩში პელეგრინის შეგირდებისთვის სატურნირო ცხრილის მხრივ არაფრის მომცემია.
