ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი მეოთხე “ზამორას” ზღვარზე

ვალდესი მეოთხე “ზამორას” ზღვარზე

ვიქტორ ვალდესი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ დაეუფლოს “ზამორას” ტიტულს. ეს მისთვის მეოთხე იქნება, ხოლო ზედიზედ–მესამე. იგი ლა ლიგაში საუკეთესია საკუთარი მაჩვენებლით. იმ შემთხვევაში, თუ ვალდესი მშრალად შეინახავს საკუთარ კარს “მალაგას” წინააღმდეგ მატჩში, მისი გოლების გაშვების კოეფიციენტი იქნება 0.48.

 

ვიქტორ ვალდესის დებიუტი შედგა 2002/2003 წლების სეზონში. პირველი მატჩი მან “ატლეტიკო მადრიდის” წინააღმდეგ გამართა “კამპ ნოუზე”, ხოლო 2003/2004 წლების სეზონიდან, იგი ძირითადი გუნდის მეკარეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენცია იყო.

 

საუკეთესო მაჩვენებელი  

 

ვალდესის საუკეთესო მაჩევნებელია 32 მატჩში 16 გოლი, რაც კოეფიციენტით 0.5–ს უდრის. ეს სტატისტიკა ჯერჯერობით საუკეთესოა. პირველად მან “ზამორა” 2004/2005 წლების სეზონში მოიგო, სადაც მისი კოეფიციენტის მაჩვენებელი 0.71 იყო. 2008/2009 წელს 0.89, ხოლო წინა წელს 0.63.

 

ძალიან ახლოს ლიგის რეკორდთან

 

“ლევანტესთან” გაშვებული გოლის შემდეგ, ვიქტორმა ხელიდან გაუშვა ლიგის რეკორდის მოხსნის შესაძლებლობა. 1993/1994 წლების სეზონში, “დეპორტივოს” მეკარემ, პაცო ლიანომ, საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა, რომლის კოეფიციენტიც იყო 0.47 გოლი 1 მატჩში. იმ შემთხვევაში, თუ “მალაგასთან” გოლს არ გაუშვებს ვიქტორი, მისი კოეფიცინეტის მაჩვენებელი იქნება 0.48.

 

ლეგენდის რეკორდის დამხობა  

 

იმ შემთხვევაში, თუ მეოთხედ აიღებს ვალდესი “ზამორას” ტიტულს, იგი გადაასწრებს ამ ტიტულის რაოდენობით ლეგენდარულ რიკარდო ზამორას. მან ეს ტიტული 3–ჯერ მოიპოვა, 1929, 1932 და 1933 წლებში. ამ დავაში ლიდერობს ანტონი რამალეტსი, რომელსაც 4–ჯერ აქვს მოგებული “ზამორას” ტიტული 1950/1960 წლებში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში