ბოლო ორ შევედრაში, კიკე სეტიენის “ბარსელონამ”, ჯერ ის გუნდი გაგვახსენა, რომელიც პანდემიის გამოცხადებამდე წვალობდა მოედანზე, შემდეგ კი ერნესტო ვალვერდეს გაწვრთნილი გუნდიც ამოგვიხტა გონებაში, რომელიც ძირითადად მოედნის ცენტრში აგორებდა ბურთს და არასდროს თამაშობდა პრესინგს, მეტოქის ნახევარზე. ერთი სიტყვით, “მალიორკასთან” მატჩის შემდეგ, სეტიენი საკუთარ თავს დაუბრუნდა, – წერს Marca.
ასეთი თამაშის გამო, ფანებთან ერთად, რწმენას ფეხბურთელებიც კარგავენ. გვახსოვს მესის განცხადება – “ასეთი თამაშით, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ“. სულ ცოტა ხნის წინ კი, პირველივე ფეხის დაცდენაზე, ჟერარ პიკემ გამოთქვა იგივე აზრი, ოღონდ ლა ლიგის შესახებ. – “ლა ლიგის მოგება, მიმდინარე სეზონში ძალიან რთული იქნება.” – ისეთი განცხადებაა, თითქოს თეთრი დროშა ააფრიალა და კაპიტულაცია გამოაცხადა, არადა წინ კიდევ 8 ტურია დარჩენილი.
კაპიტნებისგან მსგავსი სიტყვის მოსმენა, მთელი გუნდისთვის ძალიან დამთრგუნველია.
ვალვერდეს აჩრდილი კვლავ დაძრწის “ბარსელონაში” და ეს ყოველ ჯერზე შეიმჩნევა, როცა გუნდი სწრაფ შეტევებს ვერ ახერხებს, უსახურ ფეხბურთს თამაშობს და დინამიურობას აბსოლუტურად მოკლებულია.
სათამაშო სტილი
“ბარსელონას” თამაშებს, მხოლოდ ერთგული ქომაგებიღა უყურებენ, არადა დრო იყო, მათ თამაშს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა, მადრიდის “რეალის” ფანებიც კი ტკბებოდნენ “ბარსას” ფეხბურთით, ალბათ ჩუმად უყურებდნენ, ფარდაჩამოფარებულ ოთახებში, ახლა კი “ბარსა” ისეთ დღეშია, თავისივე ფანებსაც უჭირთ იმის ყურება, რაც მოედანზე ხდება.
გამონაკლისი იყო “მალიორკასთან” გამარჯვება, თუმცა ასეთი გამონაკლისები, ვალვერდეს პერიოდშიც ყოფილა, ძირითადი სურათი კი არ შეცვლილა.
ეს გვაფიქრებინებს, რომ “მალიორკასთან” ემოციურმა ფონმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, ფეხბურთელებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ნათამაშები და მოედანს მონატრებულები ისე თამაშობდნენ, როგორც მოესურვებოდათ. დრო გავიდა და ემოციური ფონი დაითრგუნა, სეტიენი თავის თავს დაუბრუნდა და გუნდმაც ძველებურად დაიწყო თამაში. სეტიენის “ბარსას” შემხედვარე, ყოველთვის რჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდი ვარჯიშზეა და “ბურთის დაჭერას” თამაშობს, სადაც მეტოქის კარი უბრალოდ არ არსებობს და მთავარი მიზანი, არა გოლის გატანა, არამედ ბევრი პასის გაკეთებაა.
ეს მაშინ, როცა გვარდიოლას მთავარი გზავნილი ფეხბურთელებისადმი, “ბარსელონაში” ყოფნის დროს, იყო შემდეგი – “რაც შეიძლება სწრაფად მიიტანეთ ბურთი, მეტოქის კარამდე.” – თუ ტიერი ანრის დავუჯერებთ, ეს იყო პეპის მთავარი მოთხოვნა. ანუ, აბსოლუტურად საპირისპირო იმისგან, რასაც სეტიენი აკეთებს.
მიუხედავად ამისა, ორივეზე ამბობენ, რომ კრუიფის ფილოსოფიის მიმდევარნი არიან. ვინ როგორ მისდევს ამ ფილოსოფიას, გულშემატკივარმა განსაჯოს.
ტერ შტეგენი
“ბარსას” საშინელი ფეხბურთის გადამკიდე, ტერ შტეგენი გუნდის მთავარ ვარსკვლავად ყალიბდება, გერმანელმა კარი მშრალად შეინახა და ვერ ვიტყვით, რომ ამაში მცველების წვლილი დიდი იყო.
“სანჩეს პისხუანზე” ტერ შტეგენმა ოთხი რთული ბურთი მოიგერია, ისევე, როგორც “ბორუსიასთან”, “ატლეტიკოსთან”, “სლავიასთან” და “ნაპოლისთან”.
თავდაჯერება არასდროს აკლდა, ამ პერიოდში კი ლიდერის თვისებებიც ჩამოუყალიბდა. ვინ იცის, იქნებ “ბარსას” მომავალ კაპიტანს ვადევნებთ თვალყურს?!
გასვლითი თამაშები
როცა “ბარსა” გასვლითი თამაშების მოგებას ვერ ახერხებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებია. ასე იყო რაიკაარდის დროს და ასეა ახლაც, არაფერი შეცვლილა. გარედანაც ჩანს, რომ შიდა სამზარეულოში, ყველაფერი რიგზე ვერ არის, ფეხბურთის დაბრუნების სიხარული მინელდა და პრობლემები ისევ ხილული გახდა.
“ბარსამ” გასვლით შეხვედრებში, 23 ქულა დაკარგა. ერნესტო ვალვერდეს ხელში, 3 წაგება და 3 ფრე ჰქონდათ ანგარიშზე, სეტიენის ხელში, ჯერჯერობით, 2 წაგება და 1 ფრე ფიქსირდება, თუმცა სეტიენს, ყველაფერი წინ აქვს, ის მხოლოდ ვალვერდეს თუ შეეჯიბრება, თორემ გვარდიოლასა და ლუის ენრიკესგან, ძალიან ძალიან შორს არის.
მესი
არასდროს ყოფილა “ბარსა” მესიზე ისე დამოკიდებული, როგორც ბოლო პერიოდში, ეს დამოკიდებულება ვალვერდეს პერიოდში დაიწყო და დღემდე გრძელდება, გუნდს არაფერი შეუძლია მესის გარეშე.
ამ მიზეზის გამო, მესის დაჭერაც გაცილებით მარტივი ხდება, მეტოქის მთელი გუნდი მის შეჩერებაზეა ორიენტრირებული, მათ არ ეშინიათ არც ახალ დაბრუნებული სუარესის, მით უმეტეს არც გრიზმანის და არც ბრეითუეიტს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. იმის მაგივრად, რომ “ბარსას” ფორვარდები და არა მხოლოდ ფორვარდები, მესის მიმართ განსაკუთრებული მეურვეობით სარგებლობდნენ, ყოველთვის პირიქით ხდება, ისევ მესი თუ მოიფიქრებს რამეს, ამაზე მისი გატანილი 21 გოლიც მეტყველებს.
აკადემია
სეტიენი ვერც ახალგაზრდებთან მიმართებაში ჩამოყალიბდა, მოსვლისთანავე ყველა აითვალწუნა, პაუზის მერე სიტუაცია შეიცვალა და მცირე დრო დაუთმო, მაგრამ ბოლო შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მაინც უჭირს ახალგაზრდების ნდობა.
გვარდიოლას ფეხბურთი დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა ეგ პეპმაც იცის უკვე ამიტომ ცდილობს შეცვალოს სტილი და მიდგომა…მისი ძველი ტაკტიკა დიდი ხანია აღარ ამართლებს ყველამ ისწავლა ტიკიტაკას რა დაუპირისპირონ…მაგალითი სიტიაა შეიცვალა აშკარად პეპის სტილი უბრალოდ თავისებური უაზრი პრინციპები მაინც დარჩა სუსტი დაცვით ფიქროაბ იოლას გავა და დღეს სხვა ბეხბურთია ის ძველი ბარსას სტილი არადროს დაბეუნდება…ყველაზე საშინელება ისა რომ ძლივს კონტრზე ნელნელა ისწავლა გუნდმა გადასვლა და ამ კიკემ საერთოდ სიარულით ამოსვლა დაწყებინა უმაგრესი შასნებია ხოლმე უცბად კონტრზე გაქცევის და არა მშვიდად კუს ტპაზე მოსეირნობენ…კოშმარიაა
რა პანიკაა ხალხო, ვალვერდეს მერე ზღაპარში ვცხოვრობ მე პირადად. და ეს ერთი ფრე კი კატასტროფულად გამოიყურება მარა ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება. ჩვენ უბრალოდ ცოტა კრეატივი უნდა შევმატოთ თამაშს, მე ასე მგონია. შეიძლება ვერც ლა ლიგა მოვიგოთ და ვერც უეფა, მარა მე ჯერ კიდევ სასიამოვნო სეზონის მოლოდინში ვარ. მოგებაზე ბევრად მნიშვნელოვანი ის სპექტაკლებია, რასაც შეგვაჩვია ძველმა ბარსამ და ჩემთვის ამის დაბრუნებაა მთავარი
ძალიან უნდა გაგვიმართლოს წელს ლიგა რომ მოვიგოთ ისევ მესი თუ დადებს არაამქვეყნიურ თამაშს თორე ისე ნული შანსი გვაქ
კარგი სტატიაა. ავტორს ბრავო. მომეწონა
ახლა უკვე გვარდიოლას ფეხბურთი კი არა ვალვერდეს ფეხბურთი მენატრება
მე იმის მეშინია, რომ ბართო იტყვის კიკეს დრო უნდა მივცეთ, რომ თავისი სტილი დანერგოსო და დატოვებს. მომავალ წელს კი თუ წაეთრა ახალი ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს მოიყვანს და მერე შეიძლება გვეშველოს.
მოკლედ ასე თუ მოხდა მომავალ წელსაც დედა არ ეყოლება გუნდს და ვიბრძოლებთ ოთხეულში მოსახვედრად.
რა დონეზე ჩაფლო ტალახში გუნდი ამ ცხვირგასიებულმა დღემდე რო ვერ ამოდის
სანამ სვარკა ბართუშა და ფერმის გამგის მოადგილე კიკეა, არაფერიც არ არგვეშველება!
წლლის ბოლოს წავა და ხავის ველოდები
სეტიენი არაა მზად ისეთი გუნდის გაწვრთნისთვის როგორიც ბარსაა, საშუალო გუნდს მოხოდავდა მარა ასეთი მასშტაბის გუნდში არაფერი ესაქმება, ძალიან საზიზღარ და საწყალ ფეხბირთს თამაშობს გუნდი ამის ხელში , თუმცა, ვერავის ვერ დავეთანხმები ვინც ამბობს რომ ამას ისევ ვალვერდე ჯობდაო, ვალვერდე ლალიგას მაიმც მოიგებდაო, ვერავინ ვერ იტყვის მოიგებდა თუარა, კაკრას მაგის გამო გაუშვეს რო ლეგანესი-სელტა-მალიორკა-ჰერკულესის დონის გუნდებთან აგებდა, თან უშანსოდ, ისე აგებდა რო ბურთიც ვეღარ ეჭირა გუნდს, პირდაპირ ვთქვათ რო ყველა მონდომებული გუნდი დაბალი ეშელონის იქნებოდა თუ მაღალი- პირდაპირო მნიშვნელობით ხმარობდა ბარსას ბოლო თვეების განმავლობაში, სეტიენმა ინერციით გააგრძელა და ახლა უფსკრულისაკენ იმერციით მიმავალ ბარსელონას ბოლო ძალებით აკავებს, ყველაფერს დანახვა უნდა, სეტიენის ხელში ნელნელა ფიზიკურად მაინც მოიხოდებიან, ხოლო ახალი სეზონიდან კლოპი-გვარდიოლა-ხავი-ტენჰაგი დან რომელიმე დაგვხატავდა❤
მეშინია ვალვერდეს აჩრდილი ისევე არ გამოყვეს ბარსას როგორც ბელა გუტმანის წყევლა ბენფიკას. ორი სამარცხვინო და ისტორიული ქამბექი ასე მარტივად არ ჩაივლის და სამწუხაროდ თავის დაღს დაასვამს გუნდს.
ზუსტად მაგიტომ არ მინდა ხავის მოსვლა. ნუ სხვებზე უფრო მინდა მაგრამ ტენ ჰააგი მირჩევნია მილიონჯერ. დავიჯერო მოწონს რაც კლუბში ხდება?? იასნია რომ ამის გამო თქვა უარი მწვრთნელად მოსვლაზე. კარგი გასაგებია არ მუშაობ ბართლომეოსთან მაგრამ სიტყვის თქმას რომ გუნდი არასწორად ვითარდება და ნგრევისკენ მიდის ყველაფერი რა უნდოდა? ან ჩვენ გვეჩვენება და ყველაფერი წესრიგშია ( რაც იავნად ტყვილია) ან ამ პატარა გენიოს ხავის სამწუხაროდ კვერცხებიც პატარა ქონია. ხოდა უტრაკო და უკვერცხებო ტრენერი არ გამოადგება ამ გუნდს. არაადროს და არცერთ გუნდისთვის არ მოუტანია სიკეთე ასეთ მწვრთნელებს.
წლის ბოლოს უნდა გაუშვან ეს კიკე
ვინმე ცნობილი ყვ3838383838 ტრენერი თუ სრ მოვიდა აზრი არ აქვს იქითა წელსაც იგივე იქნება
და დაბერდა ამასობაში მესიც