ლიონელ მესიმ კარანტინის სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის განახლებას მოუთმენლად ელის. არგენტინელი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც სახლთან ერთად დიდი სივრცეც აქვს სავარჯიშოდ, რამაც სხვა ფეხბურთელებთან შედარებით, დიდი უპირატესობა მისცა. მესის ვარჯიში არცერთი დღით არ შეუწყვიტავს.
“ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ,” – უთხრა მესიმ Sport-ს და Mundo Deportivo-ს.
“მთელი ამ დროის განმავლობაში ვარჯიში არ შემიწყვიტავს და მგონია, რომ კარგ ფორმაში ვარ. კარანტინს თან ახლავს სირთულეები, მაგრამ ბავშვებთან და ანტონელასთან ერთად ყველაფერი გამარტივდა. როცა ოჯახთან ერთად ხარ, სირთულეებსაც მარტივად უმკლავდები.”
მესის მიაჩნია, რომ ფეხბურთის შეჩერებამ, შესაძლოა, პოზიტიური ძვრები გამოიწვიოს.
“პაუზამ, შესაძლოა, სიკეთე მოგვიტანოს, მაგრამ მოდი დაველოდოთ, შევძლებთ თუ ვერა ჩემპიონატის განახლებას და მერე ვნახავთ, რა კონდიციებში ვიმყოფებით და შეგვეძლება თუ არა წარმატებაზე საუბარი.”
“პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით, როცა ვარჯიში დავიწყეთ, მაგრამ არ უნდა გავხდეთ ზედმეტად თავდაჯერებულნი და რეკომენდაციებს ზედმიწევნით ზუსტად უნდა მივყვეთ, რათა თამაშის განახლება შევძლოთ, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა.”
“პირადად მე, ერთი სული მაქვს ჩემპიონატი როდის განახლდება.”
“ვიცით, რომ ფანების გარეშე თამაში, უცნაური იქნება. ვნახოთ როგორ შევძლებთ ამასთან ადაპტირებას.”
ბოლო დროს “ბარსელონას” ფინანსები, დიდი დაკვირვების საგანი გახდა. მით უმეტეს, კორონავირუსის პირობებში. როცა ზარალი გაიზარდა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ “ბარსელონას” გარდა, ამ სიტუაციას, ყველა გრანდი მზადყოფნაში შეხვდა. ფინანსური აუდიტის შედეგად კი გრძელდება ურთიერთბრალდებები, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციას. ამ აურზაურის ფონზე კლუბი მაინც ცდილობს ვარსკვლავების შეძენას.
“კლუბში არის ხალხი, რომელთა პირდაპირი მოვალეობა, ტრანსფერების განხორციელებაა. ისინი განსჯიან, ვისი შეძენა ღირს და ვისი არა.”
“ფაქტია, რომ სატრანსფერო სურათი იცვლება, ყველაფერი იაფდება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ის, რაც ამჟამად გაგვაჩნია.”
ლიონელ მესის ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც ჰკითხეს.
“წარმოდგენა არ მაქვს, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები, ეს ჩემი საქმე არ არის.”
“უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ლაუტარო შესანიშნავი ფეხბურთელია, განსაკუთრებით კი მის მიზანდასახულობას გამოვარჩევდი. ამასთან ერთად, გამტანი ფორვარდია, იცის ბურთი როგორ შეინარჩუნოს, მაგრამ მოცდა მოგვიწევს და შემდეგ გავიგებთ, თუ რა მოხდება.”
შესვენების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მესი იმედგაცრუებული იყო და ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი არ ჰქონდა, რასაც კიკე სეტიენი არ დაეთანხმა.
“მე საკუთარ გუნდში ეჭვი არასდროს შემპარვია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ტურნირის მოგება შეგვიძლია, სადაც ვმონაწილეობთ, მაგრამ არა ისეთი თამაშით, რასაც ბოლო პერიოდში ვაჩვენებდით.”
“ყველას თავის აზრი აქვს და მათ პატივი უნდა ვცეთ.”
“ჩემი მოსაზრება ემყარება ფაქტებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, ყოველ წელს მიწევს თამაში და კარგად ვიცი ამ ტურნირის სპეციფიკის შესახებ. ვიცი ის, რომ ასეთი თამაშით, ამ ტურნირის მოგება შეუძლებელია.”
“ალბათ სეტიენმა სწორად ვერ გაიგო.”
Xo Elementaruli intervius micema qvia amas, arada dzaan mkafio, xisti, Araorazrovani, dzaan gonivruli, detalebs shexebuli, profesionalizmit savse da am sportis (fexburtis) yvelaze dzaan mcodnes shtabechdilebas tovebs es kaci moednis garetac ra. Leo genialiri adamiania da bevrad detalurad da totalurad esmis fexburti vidre igive gvardis, xavis da tvit Kruifisac ki.(chemi piradi azria tavis tavad)
არაა მესიმ თქვა….სტატია დაიწერა რო მესის ბარსას ჩემპიონობა არ ჯერავსო და სეტიენი გაბრაზდა ამაზე რასქვია კაპიტანს არჯერა გუნდის წარმატებისო და მესიმ თქვა მე უბრალოდ ის ვთქვი რომ ასეთი თამაშით მოგება შეუძლებელია და თამაში უნდა გამოვასწოროთო თორე გუნდის შემადგენლობის სულ მჯერავსო
მიდი რა ლომო შენ თუ გვიშველი ისევ ლიგა მოგვენატრა ფანებს
"ჩემი მოსაზრება ემყარება ფაქტებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, ყოველ წელს მიწევს თამაში და კარგად ვიცი ამ ტურნირის სპეციფიკის შესახებ. ვიცი ის, რომ ასეთი თამაშით, ამ ტურნირის მოგება შეუძლებელია." ამას სეტიენი ამბობს?
ისე გაუსვი ხაზი იუვენტისის მენტალიტეტს გეგონება ბარსას უკეთესი მენტალიტეტი ჰქონდეს :დ ბოლო პერიოდში (ბოლო 3 წელი) ყველა წესიერი გუნდი აჯვავს და ათრევს ამ გუნდს, ვერავინ ვერ იტყვის რომ ბარსას იუვეზე უკეთესი მენტალუტეტი აქვს
წელს ყველაზე კარგი შანსია მოგების.ლივერპული გავარდა.რეალი სიტის ვერ გაცდება ჩემი აზრით.პსჟ სადღაც ისევ ჩაიკუკავს.ვინ დარჩა?ბაიერნი და იუვე ნუ სიტიც.იუვენტუსს შერჩენილი აქვს ლუზერის მენტალიტეტი და რასაც ვუყურებ დიდს ვერაფერს თამაშობენ ხარისხზეა საუბარი პირველ რიგში.ბაიერნი და სიტი ერთმანეთს რო დაეჯახებოდნენ მერე იქედან რომელიმესთან შანსი გვაქვს.
მართალს ამბობს ტყუილი რათქვა ამ თამაშით გუნდი უჩლს მომგები არაა… მგონი მესისაც არმოსწონს კიკე :)))
უკვე ოცნებად მექცა ლიგის მოგება,არადა,"ბილბაოს" მოთრევამდე მარადიული ფავორიტები ვიყავით და ბარსას გაგდება ურთულეს მისიას წარმოადგენდა. ეეჰ,რა დონეზე დაეცა გუნდი?!😭😭
ლეო დადე რა წელს ძმობაში ლიგა