მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ მისმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ მეორე ადგილის დაკავება შესძლო, მიუხედავად დაგროვებული 90 ქულისა.
”ძალიან გახარებულები ვართ რონალდუს გამო, ის ნამდვილად იმსახურებს ”ოქროს ბუცს”. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში თითქმის 40 გოლი გააქვს და ჩვენ 90 ქულის დაგროვება შევძელით მიმდინარე სეზონში, მაინც ვერ დავიკავეთ პირველი ადგილი. ეს არანორმალურობაა. სხვა ჩემპიონატში ასეთი შედეგით ჩვენ აუცილებლად გავხდებოდით გამარჯვებულები.” – ციტირებს იგუაინის სიტყვებს ცნობილი ესპანური გამოცემა ”ას”.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი ”ბარსელონაა”. კატალონიელებს დღევანდელი მდგომარეობით 93 ქულა აქვთ, ხოლო მათ უახლოვეს მდევარს, მადრიდის ”რეალს” კი 89. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი თამაშია დარჩენილი.

