workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ-შტეგენი “ბარსას“ ლიდერად ყალიბდება, 5 დასტური “ლეგანესთან“ მატჩიდან

ტერ-შტეგენი “ბარსას“ ლიდერად ყალიბდება, 5 დასტური “ლეგანესთან“ მატჩიდან

სამშაბათს, “ბარსელონა” “ლეგანესს” ცარიელი ტრიბუნების ფონზე დაუპირისპირდა. მატჩის მიმდინარეობა გულშემატკივრის არყოფნის გამო საკმაოდ უცნაური იყო.

ასეთ სიჩუმეში თამაშისას ფეხბურთელების ხმა საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა, მათ შორის მარკ ანდრე ტერ-შტეგენისაც. მისი თანაგუნდელებთან კომუნიკაცია ზუსტად ასახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება ის მოედანზე.

გერმანელი მეკარის ლიდერული თვისებების დასახასიათებლად, აღნიშნული მატჩიდან რამდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ.

1) თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტერ-შტეგენმა პირველმა შეამჩნია, რომ არტური თავის პოზიაციაზე არ იდგა და ბრაზილიელს ამის შესახებ მიუთითა.

2) “გარეთ გაყარე”, სწორედ ამ სიტყვებით დაუძახა გერმანელმა სამუელ უმტიტის მეტოქეების გასანეიტრალებლად.

3) მუდმივად კონცენტრირებული. მარკმა ცენტრალური მცველები გააფრთხილა, რომ უკეთესად დაეკავებინათ პოზიციები, რათა მეტოქე გუნდის კონტრ-შეტევებზე სახიფათო მდგომარეობები არ შექმნილიყო.

4) ტერ-შტეგენი ფირპოსა და ანსუ ფატის ეხმარებოდა, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ დაცვითი სამუშაოები.

5) “კარგია, რიკი, კარგი”, ასე გაამხნევა 28 წლის კარის დარაჯმა პუჩი, მატჩის 87-ე წუთზე ვერგამოყენებული შანსის შემდეგ.

ტერ-შტეგენმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სულ 13-ჯერ შეინახა კარი მშრალად და 34 გოლი გაუშვა.

კატალონიელები მასთან ახალი 5-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ და დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს ამ კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოეწერება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2020, 18:02

    ციტატა: M10 S9 D11
    მესის მერე ეს უნდა იყოს კაპიტანი


    მესის მერე ბუსკეტს უწევს, მერე პიკეს, მერე რობერტოს. ასეა თამაშების რაოდენობით და ასე გააგრძელებნ ტრადიციას. ტერ შტეგენს მინიმუმ ალბას მერე უწევს.

  • buka971
    schedule 19 ივნ 2020, 17:26

    ესეთი მეკარე ბარსელონას არ ყოლია თავის ისტორიაში ძაან გიჟია ტიპი <3 🔴

  • FloweN
    schedule 19 ივნ 2020, 10:24

    ციტატა: M10 S9 D11
    მესის მერე ეს უნდა იყოს კაპიტანი


    მესის მერე პიკე და მერე უეჭველი მარკი, მაგრამ ბარსაში ისეთი სტრუქტურააქვთ როგორც ესპანეთში, არაოფიციალურად მარა მასეა…
    ვინსაც მეტი მატჩიაქვს ჩატარებული ან მეტხანს თამაშობს ისინი არიან კაპიტნების სიაში დ

  • me da barca
    schedule 19 ივნ 2020, 00:56

    მარკი კაი კაცია ყველანაირად.

  • Barca_MNS
    schedule 19 ივნ 2020, 00:24

    პსჟ-სთან მატჩი; და მატჩის შემდგომი მიმოხილვა, ფეხბურთელების ჩანაწერები ვისაც გახოვთ, (მაგ. მასკერანოს) მანდ გმაოიკვეთა შტეგენის მომავალი ლიდერობა, ამ კაცს ვიცე კაპიტნობა ეკუთვნის, რობერტოსმიმართ პატივისცემის მიუხედავად.

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივნ 2020, 00:24

    მესის მერე ეს უნდა იყოს კაპიტანი