workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ ტებასი: რონალდუს წასვლას ლა ლიგაზე გავლენა თითქმის არ ჰქონია, თუმცა მესის შემთხვევაში განსხვავებული ვითარებაა

ხავიერ ტებასი: რონალდუს წასვლას ლა ლიგაზე გავლენა თითქმის არ ჰქონია, თუმცა მესის შემთხვევაში განსხვავებული ვითარებაა

RAC1-თან საუბრისას ხავიერ ტებასმა, ლეო მესის კარიერის დასრულებაზე და ამ მოვლენის ლა ლიგასთან კავშირზე ისაუბრა.

ლა ლიგის პრეზიდენტის აზრით, ლეოს წასვლას ჩემპიონატზე დიდი გავლენა ექნება, რაც რონალდოს შემთხვევაში არ მომხდარა.

“მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში რონალდუს წასვლა ძალიან არ ესიამოვნათ, ამ ფაქტს ლა ლიგაზე თითქმის არანაირი გავლენა არ ჰქონია. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ ლა ლიგა, როგორც ბრენდი, ცალკეულ ფეხბურთელებზე მაღლა დაგვეყენებინა.”

“თუმცა, მესის შემთხვევა განსხვავებულია. ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა და ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მთელი კარიერა ლა ლიგაში გაატარა. ვფიქრობ არგენტინელის წასვლა ნამდვილად შესამჩნევი იქნება.”

“ის ესპანური ფეხბურთის, ლა ლიგის, სახეა და მე აუცილებლად ვთხოვ, რომ კარიერა ჩვენთან დაასრულოს. ჩვენ სატელევიზიო კონტრაქტები მესისთან ერთადაც და მის გარეშეც გაგვიფორმებია, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ის სანახაობაა, რომელსაც ლეო გვჩუქნის. ის თითოეულს კმაყოფილების გრძნობას ანიჭებს.”

ამ სეზონში ტრავმის გამო ორთვიანი უქმობის მიუხედავად, არგენტინელმა 33 შეხვედრაში 26-ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდების კარის აღება. კრიშტიანუს ანგარიშზე კი 34 შეხვედრაში 25 გოლია.

რაც შეეხება ლეოს სხვა გუნდში გადასვლას, ძნელი წარმოსადგენია, ის სხვა გუნდში ან ჩემპიონატში ვიხილოთ. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა მესის ახალ კონტრაქტს უმზადებს, რომლის მიხესვითაც ის “კამპ ნოუზე” კიდევ 2 წლით დარჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 19 ივნ 2020, 00:44

    ციტატა: Fsicofat
    მესი ლიგაზე ვერაფერს ვეღარ იზავს , მალიორკასნაირ გუნდებთან კი იქნება N1 დდდდდდდ და აშკარად სერია ა უფრო ძლიერი გუნდებითაა დღეს ვიდრე ლალიგა

    ციტატა: Lasha71
    რონალდუს წასვლა რას დაეტყობოდა ტიპი გოლეადორიაო და ბომბარდირი ვერ გახდა . . .
    იქ სადაც ერთად ითამაშეს იმენნა იხმარა მესიმ!


    შენ რო უზრდელობ იხმარაო ეგ არაფერია და მე რო დავწერე რონალდინიოზე ჭუჭუ მეთქი ადმინმა ეგრევე ერთთვიანი ბანი დამადო , მოგიტყანთ სექტანტი კარგის ტრაკები


    ესეც ახალი ბანი.
    ზრდილობის ფარგლებში, რომ გითხრა ნაძირალა ხარ უკანასკნელი.

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივნ 2020, 00:01

    ციტატა: Fsicofat
    მესი ლიგაზე ვერაფერს ვეღარ იზავს , მალიორკასნაირ გუნდებთან კი იქნება N1 დდდდდდდ და აშკარად სერია ა უფრო ძლიერი გუნდებითაა დღეს ვიდრე ლალიგა


    შენით მოიფიქრე ეგ კომენტარი?

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 18 ივნ 2020, 22:52

    შემოაკლდება "მსუყე" კონტრაქტები და გული უსკდება მადრიდელ ვირთხას😂😂

  • Lasha71
    schedule 18 ივნ 2020, 21:53

    რონალდუს წასვლა რას დაეტყობოდა ტიპი გოლეადორიაო და ბომბარდირი ვერ გახდა . . .
    იქ სადაც ერთად ითამაშეს იმენნა იხმარა მესიმ!