workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: მომავალი “ოქროს ბიჭუნა”

MD: მომავალი “ოქროს ბიჭუნა”

ანსუ ფატი, წინა ტურის გმირად იქცა. ის ლიონელ მესისთან ერთად საუკეთესო იყო და კიკე სეტიენსაც დაანახა, რომ იმაზე მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, ვიდრე პანდემიამდე ჰქონდა, – წერს Mundo Deportivo.

ასეთ ასაკში ძალიან რთულია მწვრთნელის ნდობა მოიპოვო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრო, მით უმეტეს, “ბარსელონას” შემადგენლობაში. ამავე ასაკში უთამაშიათ ბოიან კრკიჩსა და ლიონელ მესის, ჯოვანი დოს სანტოსს და ჟერარ დელოფეუს, მაგრამ მესის გარდა ვერავინ გაამართლა.

ფატის კარგი თამაში, უყურადღებოდ არ დარჩენილა და ის, Golden Boy-ს პრიზის ნომინანტა შორის მოხვდა. ამ ჯილდოს 21-წლამდე ფეხბურთელები იღებენ, ფატის კიდევ 4 წელი შეუძლია, აღნიშნულ ნომინაციაზე დომინირება.

ანსუ ფატიმ, რიგით მერვე შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში და მეხუთე გოლი გაიტანა. მას ყოველ 147 წუთში გააქვს გოლი და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ ამას ყოველთვის გარდამტეხ მომენტში აკეთებს.

მან გამათანაბრებელი გოლი გაიტანა “ოსასუნასთან”, ანგარიში გახსნა “ვალენსიასთან” და ორი გოლი შეაგდო “ლევანტესთან”.

აუცილებელია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ, ფატის ფიზიკურ განვითარებას. ახალ ეტაპზე გადასვლით, სულ სხვა სისწრაფეებზე გადაერთო და ბევრად ძლიერ ფეხბურთელებთან ჭიდილი უწევს. ამიტომ მცირე დაზიანებების გამო, რამდენიმე ვარჯიშიც გამოტოვა.

ლიონელ მესიც კი ხშირად ტრავმიანობდა ადრეულ წლებში. 21 წლამდე ქრონიკული ტრავმები ჰქონდა, რის გამოც, უმნიშვნელოვანესი თამაშები აქვს გამოტოვებული, გვარდიოლა კი თავის პირველ სეზონში, გასვლით შეხვედრებში, ხშირად აწყებინებდა სათადარიგოთა სკამიდან, ასე უფრთხილდებოდა და აკვირდებოდა პატარა ლეოს, თუ როგორ შეძლებდა ფიზიკურად გამკლავებოდა იმ გამოწვევებს, რაც წინ ჰქონდა.

მესის მონსტრად ჩამოყალიბება, მოხდა ეტაპობრივად და იგივე გზა აქვს ფატის გასავლელი.

ანსუ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება აგვისტოში, რადგან ბრეითუეიტი არ არის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში დარეგისტრირებული, დემბელეს ბედი კი, ჯერ ისევ გაურკვეველია. ასეთ სიტუაციაში, ანსუ ფატი, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • bashi_achuki
    schedule 19 ივნ 2020, 00:04
    #7

    ციტატა: philipe coutinho

    ციტატა: bashi_achuki
    მეტი დრო და სათამაშო პრაქტიკა ჭირდება, შებოჭილი მომეჩვენა ბოლო თამაშში , თითქოს გუნდის რიტმს ვერ აყვა , ყველა შენელებულია და ფატი ცდილობს სწრაფ თამაშს, მეტი ტემპი ჭირდება გუნდს თორემ გრანდებთან ესეთი თამაშით შორს ვერ წავალთ.

    გრანდებთან ასე შორს ვერ წავალთ ზოგადად აზრს მოკლებული მსჯელობაა გრანდებთან ასე არც ითამაშებს გუნდი. გრანდებთან გრანდების სიჩქარეებით გამოვა მოედანზე და როცა ყოველ სამ დღეში თამაში გაქვს ჩასატარებელი რატო უნდა შეაკლა თავი ბოლო ადგილოსან გუნდს?!

    გრანდებთანაც ესე რო თამაშობენ ვერ ხედავთ? თუ მარტო მე მაწუხებს ეს უაზროდ და დამაძინებლად დაბალი ტემპი? მთელი სეზონია აგორავებენ ბურთს და მესი თუ იზავს რამეს… ამასც თუ ვერ ხედავთ რავიცი ძმაო..

  • bashi_achuki
    schedule 18 ივნ 2020, 23:12
    #6

    ციტატა: ფეოლა

    ციტატა: bashi_achuki
    მეტი დრო და სათამაშო პრაქტიკა ჭირდება, შებოჭილი მომეჩვენა ბოლო თამაშში , თითქოს გუნდის რიტმს ვერ აყვა , ყველა შენელებულია და ფატი ცდილობს სწრაფ თამაშს, მეტი ტემპი ჭირდება გუნდს თორემ გრანდებთან ესეთი თამაშით შორს ვერ წავალთ.

    ამ კლიმატურ პირობებში ყველა ეგრე თამაშობს. მოსალოდნელიც იყო.

    მარტო ამ თამაშებიდან გამომდინარე არ ვამბობ . ამ სეზონშინრასაც ბარსა თამაშობს მოგწონთ? თუ მოგწონს რომელი რგოლი და კონკრეტულად რა? ყველა რო მესისაა მიჩერებული?

  • katalomia
    schedule 18 ივნ 2020, 18:55
    #5

    Aman es "aranormaluri" golis algho gaiyolos bolomde da sulac ara sachiro fintebi da gamwvaveba neis da diniosavit (idealshi esec tu eqna kargi roa isna). Es aris karebze dageshili fexburteli da barsastvis es dzaan bevrs nishnavs. Arc indzagi araa ro marto sajarimoshia magario ro tqvas vinmem, shoridan uraxunebs, ar erideba da dasartymel poziciis dziebashia uburtod roa mashinac, golis algho xom saertod fenomenalyri aqvs. Esec ki sakmarisi iqneba rac exla aqvs ro sheinarchunos. Midi fatimati ubere, gagimarjos bidzia Ghmertma!

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 18 ივნ 2020, 16:25
    #4

    გამტან ვინგერად ყალიბდება და ძაან მახარებს ეგ ფაქტი. რა თქმა უნდა ადრეა 90 წუთი თამაში მისთვის,მაგრამ ლიგაზე აგვისტოში 60 – ე წუთზე რო ჩართოს დაღლილი მეტოქის წინააღმდეგ კარგი იქნება.

  • philipe coutinho
    schedule 18 ივნ 2020, 16:02
    #3

    ციტატა: bashi_achuki
    მეტი დრო და სათამაშო პრაქტიკა ჭირდება, შებოჭილი მომეჩვენა ბოლო თამაშში , თითქოს გუნდის რიტმს ვერ აყვა , ყველა შენელებულია და ფატი ცდილობს სწრაფ თამაშს, მეტი ტემპი ჭირდება გუნდს თორემ გრანდებთან ესეთი თამაშით შორს ვერ წავალთ.

    გრანდებთან ასე შორს ვერ წავალთ ზოგადად აზრს მოკლებული მსჯელობაა გრანდებთან ასე არც ითამაშებს გუნდი. გრანდებთან გრანდების სიჩქარეებით გამოვა მოედანზე და როცა ყოველ სამ დღეში თამაში გაქვს ჩასატარებელი რატო უნდა შეაკლა თავი ბოლო ადგილოსან გუნდს?!

  • ფეოლა
    schedule 18 ივნ 2020, 14:42
    #2

    ციტატა: bashi_achuki
    მეტი დრო და სათამაშო პრაქტიკა ჭირდება, შებოჭილი მომეჩვენა ბოლო თამაშში , თითქოს გუნდის რიტმს ვერ აყვა , ყველა შენელებულია და ფატი ცდილობს სწრაფ თამაშს, მეტი ტემპი ჭირდება გუნდს თორემ გრანდებთან ესეთი თამაშით შორს ვერ წავალთ.

    ამ კლიმატურ პირობებში ყველა ეგრე თამაშობს. მოსალოდნელიც იყო.

  • bashi_achuki
    schedule 18 ივნ 2020, 14:37
    #1