ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “ბარსელონა” დომინირებს ესპანეთში”

კრუიფი: “ბარსელონა” დომინირებს ესპანეთში”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა, საქებარი სიტყვები არ დაუშურა კატალონიური კლუბის მიმართ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

“მფრინავი ჰოლანდიელი” თვლის, რომ “ბარსელონამ” უკვე დაანახა საკუთარი ჰეგემონია ესპანეთსა და მთელ მსოფლიოს. 

 

“ბოლო 3 წლის განმავლობაში, “ბლაუგრანა” 2–ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ერთხელ 1/2 ფინალში. ეს მეტყველებს მის იმაზე, რომ “ბარსა” დომინირებს ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. მხოლოდ “ლურჯ–ბროწეულისფერებზეა” დამოკიდებული, წააგებენ ფინალს” უემბლიზე, თუ არა”. განაცხადა იოჰან კრუიფმა. 

 

ჰოლანდიელმა მწვრთნელმა კომენტარი გაუკეთა პეპ გვარდიოლას განცხადებას, სადაც ხოსეპმა აღნიშნა, რომ დღევანდელი “ბარსელონა” ჯერ ვერ უტლოდება კრუიფისეულ “ოცნების გუნდს”: “აქ საუბარი არ არის იმაზე, რომელი გუნდი უფრო ძლიერი იყო. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ გუნდებით, დავტკბეთ გამარჯვებებით. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ორივე გუნდმა ერთანაირი ფილოსოფიის საფუძველზე მიაღწია გამარჯვებებს. სწორედ ესაა წარმატების საიდუმლო”. დაასრულა “მფრინავმა ჰოლანდიელმა”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში