Chiringuito TV-სთან საუბრისას, მადრიდის “რეალის” ყოფილმა გარემარბმა, ხავიერ ბალბოამ, ანტუან გრიზმანის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.
“ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და გადავიდა “ბარსელონაში”, სადაც ლეო მესი და ლუის სუარესი უკვე თამაშობდნენ. თუმცა, მოედანზე თავდაჯერებული მაინც არაა. თუ სხვები სივრცეებს ვერ გინთავისუფლებენ, ამ პრობლემის გადაჭრა თავად უნდა მოახერხო. მე ბევრ გუნდში მითამაშია და ეს შევძელი კიდეც.”
“მეჩვენება, რომ ჩვენ 14 წლის ბიჭზე ვსაუბრობთ. ის მსოფლიოს ჩემპიონია, ნუთუ არ შეუძლია მას მესისთან, სუარესთან და ზოგადად “ბარსასთან” ადაპტაცია?”
“ეს პიროვნულ თვისებებზე და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული. მარტინ ბრეითუეიტი “ლეგანესიდან” გადმოვიდა, მაგრამ მაინც მოახერხა თავის გამოჩენა. ის ყველაფერს მშვიდად აკეთებს და მინდორზეც შესამჩნევია.”
მიუხედავად ფრანგის, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ გასაოცარი თამაშისა, კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ ანტუანს ის თერთმეტეულის უცვლელ წევრად მიიჩნევს.
ყველა ტურნირზე ერთად, გრიზმანმა 38 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ 6 ოქტომბერს, “სევილიას” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის გამოტოვება მოუწია.




ამას ხავიერი ჰქვია? მე მეგონა როკი ერქვა.
|მაპატიე მაგრამ არ გესმის როგორ და რანაირად ხდება ტაქტიკების წყობა ფეხბურთში .. და სულ ეგრე აკომენტარებ გაუაზრებლად … დააყენე დაუსვი არაა ეგრე.
და მარტო გოლია ფეხბურთელობა??
ლამის რო ცენტრალურ მცველად დგას და დაცბაში უნიკალურ საქმეს ასრუკებს არაფერი???
სადღაც გაისვრის, მნიშვნელოვან თამაშებში ერთი რეალთან დაგვაღალატა, თორე ისე შანსები გამოიყენა ყველგან, მომენტები ანუ. მესი სუარესი თუ შევიდნენ ფორმაში და განაგრძეს მცველების აწიოკება მერე უფრო ადვილად იპოვის სივრცეებს, იმ პონტში რო მთელი ყურადღება იმათზე გადავვა. ნახეთ გოლები სოსიედადთან, დორტმუნდთან, ეიბართან და მალიორკასთან, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. გასაგებია მესამე ფორვარდად მეც სწრაფი ინდიივიდუალისტი მირჩევნია, თამაშს რო ამწვავებს ეგეთი მარა მოვა თამაშები სადაც მნიშნველოვან გოლებს გაიტანს
დააყწნონ მეორე ფორვარდად სუას გვერდით და ამოუყენონ მესი უკან მერე ნახავთ როგორი ეფექტური შეტევაც გვეყოლება
შეიძლება ლამაზი ნივთი იყიდო, მაგრამ საერთოდ არ უხდებოდეს ინტერიერს, არ იყოს მისი ადგილი მანდ. ისეა გრიზმანიც, არაა მისი ადგილი ბარსაში და ამიტომ ვერ თამაშობს თავის პოზიციაზე. რომც თამაშობდეს, ვიკინგებიდან გადმოსულს კაი დრო უნდა ადაპტაციის მისაღებად. ჯერ ყიდულობენ ფეხბურთელს და მერე ფიქრობენ თუ სად დააყენონ.
კაცის მოტყუებაზე და თამაშის გამწვავებაზე საერთოდ არ მიდის, უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზე და დარტყმებსაც მოუხშიროს, განსაკუთრებით ჩაკეტილ გუნდებთან