ზუსტად 17 წლის წინ, 2003 წლის 15 ივნისს, “ბარსელონას” 38-ე პრეზიდენტი, ხმათა უმრავლესობით, ჟოან ლაპორტა გახდა. ლაპორტა მაშინდელ 6 კანდიდატს შორის ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ, მას ამომრჩეველთა 52,7%-მა დაუჭირა მხარი.
ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდი “ბარსელონას” ისტორიაში ნამდვილად, ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულია. ამ დროს გუნდში მოვიდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა: რონალდინიო, დეკუ, ტიერი ანრი და სამუელ ეტო’ო, დავიდ ვილია, მოგვიანებით მათი სახელები ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება.
იმავე წელს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი გახდა (2003-2008), რომელმაც 14-წლიანი პაუზის შემდეგ კატალონიელებს ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
2008 წელს “ბლაუგრანას” სათავეში პეპ გვარდიოლა უდგება, რომელსაც ხელმძღვანელობისგან უდიდესი მხარდაჭერა აქვს, სადებიუტო სეზონშივე “ლურჯ-ბროწეულისფრები” ყველა შესაძლო ტიტულს იგებენ, დანარჩენი უბრალოდ ისტორიაა..
ლაპორტას საპრეზიდენტო ვადა 2010 წლის 30 ივნისს ამოიწურა, ის თანამდებობაზე სანდრო როსელმა ჩაანაცვლა.
ყველაზე მაგარი პრეზიდენტი და ნამდვილი კულე.
ისევ შენ თუ უშველი ამ გუნდს.