workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაბრაზებული მესი გასასვლელში შემხვდა და მითხრა, რომ 7 გოლს გამიტანდნენ – მორენო

გაბრაზებული მესი გასასვლელში შემხვდა და მითხრა, რომ 7 გოლს გამიტანდნენ – მორენო

“მალიორკას” თავკაცი, ვისენტე მორენო, რომელიც დღეს “ბარსელონას” დაუპირისპირდება, კლუბებს შორის ბოლო შეხვედრას იხსენებს.

“მატჩის ბოლოს მოთამაშეებმა მითხრეს, რომ დაცვის ცუდად თამაშის გამო დამნაშავე ვიყავი, რადგან ლეო მესიზე ვბრაზობდი.

საქმე ისაა, რომ გაბრაზებული არგენტინელი შესვენების დროს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე შემხვდა და მითხრა, რომ 7 გოლს გამიტანდნენ. 

ამდენი ვერ მოახერხეს, თუმცა თვითონ ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. 

შეხედეთ “ლა პულგას” დიდებულებას, მისი ბუნება ყოველთვის მოგებას ითხოვს. ამჯერად ბრძოლაში ჩართვას აღარ ვაპირებ“, – აცხადებს მწვრთნელი.

ხსენებული შეხვედრა “ბარსელონას” გამარჯვებით (5-2) დასრულდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 13 ივნ 2020, 20:39
    #4

    ვერ გავიგე, მესი ვინ გააბრაზა. ამან უთხრა რამე თუ რას ყვება ეს კაცი. მესის ტყუილად გაბრაზება პირველად გავიგე. და კიდევ კაცი რო გეტყვის 7 გაგიტანთო და 5 გაიტანს სიტყვა შეეშალა?

    ციტატა: nika 54
    ვერ გავიგე, მესი ვინ გააბრაზა. ამან უთხრა რამე თუ რას ყვება ეს კაცი. მესის ტყუილად გაბრაზება პირველად გავიგე. და კიდევ კაცი რო გეტყვის 7 გაგიტანთო და 5 გაიტანს სიტყვა შეეშალა?


    ისე სამივე რო შორიდან გაუტანა, ლამის ცხრიანებში.

  • me da barca
    schedule 13 ივნ 2020, 15:18
    #3

    3 ქულა ბარსას ჩანთაში ჩაუდე და გამოატანე.

  • Don_Andresito
    schedule 13 ივნ 2020, 14:58
    #2

    უუუფ რო მახსენდება სუას გოლი.. იმენა ორგაზმი იყო 😀

  • M10 S9 D11
    schedule 13 ივნ 2020, 14:07
    #1

    ხოდა დღეს აგისრულებს მაგ პირობას