workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრინკაუს შეუძლია, ანდრეს ინიესტას ან ჩავის როლი მოირგოს – აბელ ფერეირა

ტრინკაუს შეუძლია, ანდრეს ინიესტას ან ჩავის როლი მოირგოს – აბელ ფერეირა

“ბრაგას” ყოფილი და ბერძნული პაოკ-ის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, აბელ ფერეირა “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფ ფრანსიშკუ ტრინკაუზე საუბრობს.

“ტრინკაუ ტიპური გარემარბი და ისეთი ფეხბურთელი არ არის, რომელიც ყოველ მატჩში გუნდთან ახლოს იმყოფება. მას ბურთის მარჯვენა ფლანგზე მიღება და ცენტრში შეწევა უყვარს, რადგან ცაციაა. ფრანსიშკუ ხაზებს შორის კარგად თამაშობს.

არ ველით, რომ პორტუგალიელი მთელ სტადიონზე ირბენს, მაგრამ ის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც თამაში კარგად ესმის. მისი გამოყენება 4-4-2, 3-4-3 და 4-3-3 ფორმაციებშია შესაძლებელი.

ტრინკაუმ, შესაძლოა, 4-3-3-ში ანდრეს ინიესტას ან ჩავის როლი მოირგოს. მას მოედნის ცენტრში სივრცეების ათვისება იდეალურად შეუძლია. პორტუგალიელი ამას “ბრაგა ბ-ში” აკეთებდა, შემდგომ კი პირველ გუნდშიც გააგრძელა.

ფრანსიშკუს განვითარება სათანადო შანსების მიცემაზე იქნება დამოკიდებული. მისი ასაკის გათვალსიწინებით, პორტუგალიელს შესაძლებლობების მიღება სჭირდება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით, ისეთ კლუბში, როგორიც “ბარსელონაა”.

იქ, სადაც ლეო მესი, ანტუან გრიზმანი და ფრენკი დე იონგი ასპარეზობენ, შესაძლოა, ფრანსიშკუს მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ თუ ის წინასასეზონო ტურნეზე პირველ გუნდთან ერთად მოგვევლინება, ყველასთვის სიურპრიზი იქნება”, – ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Sport.

მიმდინარე სეზონში 20 წლის შემტევმა, “ბრაგას” მაისურით ჩატარებულ ბოლო 11 შეხვედრაში, თავი 7 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. “ბარსამ” ტრინკაუ, რომელიც კლუბს მომდევნო სეზონში შეუერთდება, გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 31 მილიონ ევროდ შეიძინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 12 ივნ 2020, 00:28
    #6

    რა ხავი რა ინიესტა ტიოი ვინგერია რა უნდა ამას ნახევარ დაცვაში

  • katalomia
    schedule 11 ივნ 2020, 17:59
    #5

    Magi ra chemi is yopila da es karebshi unda naxot tqven reebs shvebao))

  • B.A.r.c.A
    schedule 11 ივნ 2020, 16:37
    #4

    ბერნარდო სილვასავით ეყოლებათ ფლანგზეც და ცემტრშიც

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 11 ივნ 2020, 16:18
    #3

    რა ჩავი/ინიესტას როლი? ესენი ხო არ აფრენენ?! მისცენ ტრინკაოს საკუთარი ტალანტის განვითარების უფლება და შეეშვან უაზრო ექსპერიმენტებს.

  • ROUCH
    schedule 11 ივნ 2020, 15:00
    #2

    უკვე იმდენმა თქვა ნახევარმცველადო, ვფიქრობ ასეც იზავენ და არტურს გაედო, ბუსკეცი სუ მინიმუმ 1 სეზონი ავტორიტეტის ამბავში ძირითადში

  • Don_Andresito
    schedule 11 ივნ 2020, 14:33
    #1

    ჩემი აზრით უნდა მოგვეყვანა ზამთარდივე. უკვე ადაპტირებული იქნებოდა და დროსაც ბევრს მიიღებდა ტრავმების ფონზე. ფაბიან რუისს გავს ტანით ფეხით და მოძრაობით, თუ დაცვაში თამაშს გასუმჯობესებს დადგება ნახევარმცველი ამისგან. კარგი მწვრთნელი უნდა ოღონთ