მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი კარიერას კატალონიურ კლუბში დაასრულებს.
“მესი “ბარსელონას” გარეშე ვერ წარმომიდგენია. ლეოს შემთხვევა მაგონებს მალდინის, ტოტის ან პუიოლს, რომლებმაც კარიერა ერთ კლუბში დაიწყეს და დაასრულეს.
მესი გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი კარიერის ბოლომდე ეს ასე იქნება”, – მორიენტესის ამ სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მესის კონტრაქტში დევს ისეთი პუნქტი, რომელიც არგენტინელს საშუალებას აძლევს, “ბარსელონა” ნებისმიერი სეზონის შემდეგ უფასოდ დატოვოს, თუმცა ის, რასაკვირველია, “ბლაუგრანას” ერთგულია.
არც უნდა წარმოიდგინო სხვა ფორმაში.
რა თქმა უნდა მასეა.
ვერც მე დაჟე არგენტინის ფორმით რო ვხედავ რაღაცნაირი გრძნობა მაქვს