ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იაია ტურეს საბედისწერო გოლი

იაია ტურეს საბედისწერო გოლი

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს, იაია ტურემ, გამარჯვება მოუტანა ინგლისურ კლუბს და მრავალწლიანი უტიტულობა შეწყვიტა.

 

გუშინ გაიმართა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი, სადაც “მანჩესტერ სიტი” უპირისპირდებოდა “სტოუკ სიტის”. მატჩის 74–ე წუთზე, ყოფილმა “ბარსელონელმა”, იაია ტურემ, უძლიერესი დარტყმით დაამწუხრა მეტოქე ფეხბურთელები და თავის კლუბს ტიტული მოაპოვებინა.

 

იაია ტურე: “ჩვენ ფანტასტიური გამარჯვება მოვიპოვეთ. სეზონის დასაწყისში წარმატების იმედი მქონდა და მუდამ გავიძახდი, რომ ეს ასეც იქნებოდა. დღეს, უმნიშვნელოვანესი გოლი გავიტანე და “სიტიმ” პირველი ტიტული მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზეც ვიასპარეზებთ. “ბარსელონა” ყოველთვის იქნება ჩემს გულში, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ინგლისში ვარ”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=sOCnRdyzCcg]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში