workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“პორტო” ხუან მირანდათი ინტერესდება

“პორტო” ხუან მირანდათი ინტერესდება

“ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფი მარცხენა მცველი, ხუან მირანდა, რომელიც ამჟამად იჯარის წესით, “შალკეში” თამაშობს, ზაფხულისათვის უამრავი გუნდის ინტერესთა სფეროში მოექცა.

ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს, ცნობით, მცველს “პორტუ” აქტიურად აკვირდება.

პორტუგალიური კლუბის მესვეურები ფიქრობენ, რომ ალექს ტელესის შენარჩუნება ამ ზაფხულში გაუჭირდებათ, შესაბამისად, მის შემცვლელად სწორედ ხუან მირანდას მიიჩნევენ.

“დრაკონების” გარდა, მის მიმართ ინტერესის მხრივ “შალკე” და “ბეტისი” გამოირჩევიან. გერმანელებს ხუანის დატოვება კიდევ ერთი სეზონით სურთ, “ანდალუსიელებმა” კი, გავრცელებული ჭორების მიხედვით, გარკვეული შეთავაზება უკვე გააკეთეს.

“ბარსელონა”, დიდი ალბათობით, მირანადას, ასაკის გამო, ჯერ კიდევ სხვა გუნდებში გაუშვებს, რათა იქ მეტი გამოცდილება დააგროვოს და მომავალში კატალონიელთა შემადგენლობაში თამაშის მეტი შანსი ჰქონდეს.

მიმდინარე სეზონში მარცხენა მცველმა, “გელზენკირხენელთა” მაისურით, სულ 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივში 2 საგოლე გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 09 ივნ 2020, 01:16
    #2

    გაატანეთ

  • Don_Andresito
    schedule 08 ივნ 2020, 22:40
    #1

    ტელეში გამოუშვით მაშინ. ისე გერეირო გაასწორებდა. კარგი ბიჭია, ან გრიმალდო. კუკურელიას არ დააბრუნებენ სავარაუდოდ