მარტინ ბრაითუეიტს “ბარსელონაში” გადმოსვლით სიამოვნების მიღება თითქმის არ დასცალდა. დანიელი კლუბს თებერვალში შეუერთდა და შემდეგ პერიოდს კორონავირუსის პანდემია დაემთხვა.
ახლა კი ფეხბურთელი Marca-სთან სხვადასხვა თემებზე საუბრობს.
“ბლაუგრანაში”, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადმოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ხალხი სხვაგვარად მიყურებს და ქუჩებში მცნობს. ამ ტრანსფერის გამო ვამაყობდი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ გაწეული შრომა ყოველთვის ფასდება, ამან კი მოტივაცია უფრო ამიმაღლა”.
“ბარსელონა” “ლეგანესს”, მარტინის ყოფილ გუნდს 16 ივნისს დაუპირისპირდება.
“აღვნიშნავ თუ არა მათ წინააღმდეგ გატანილ გოლს? რა თქმა უნდა. განსაკუთრებული სცენარი იქნებოდა, თუმცა ამაზე არ ვფიქრობ. როდესაც ყოფილი გუნდელების წინააღმდეგ ვითამაშებ, კონცენტრირებული მხოლოდ მოგებაზე ვიქნები.
ლიონელ მესი გუნდს დიდ რწმენას აძლევს, რადგან მას შეხვედრის ბედის შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლია. ის ასევე რჩევებით გეხმარება და უკეთეს ფეხბურთელად გაყალიბებს. ნამდვილად ჩემი შთაგონების წყაროა.
მეშინია თუ არა ლუის სუარესის დაბრუნების? ამგვარად ნამდვილად არ ვფიქრობ. ურუგვაელის დაბრუნებით ბედნიერი ვარ. მსურს, მასთან ერთად თამაშით ბევრი ვისწავლო, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია”, – აცხადებს ბრაითუეიტი.
ეს ან ძაან მაგარი კაცი დაითრიეს ან ძაან სულელი საშვალო რომ არ მგონია დადოს
მაგარია ბრაითვეიტი
მიდი მარტინ მოდუნების საშუალება არ მისცე სუა
ტერ შტეგენი
ს.რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი/არტური
მესი-გრიზმანი-ბრეითვეიტი
სუარესი
მაგ. ლეგანესთან სახლში თუნდაც
ბარსას დაცვას თუ გა ითვალისწინებთ 4 შემტევით და ორი ნახევარმცველით თამაში ძალიან სისულელეაა.. მინიმუმ 2 გოლის გაშვებას გულისხმობსს 😕 სამწუხაროდ
ხო მარა სამაგიეროდ 4-5 გოლს გაიტანენ
ისე ერთ თამაში ამ კამანდით ვიყომარებდი მე
ტერ შტეგენი
ს.რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი/არტური
მესი-გრიზმანი-ბრეითვეიტი
სუარესი
მაგ. ლეგანესთან სახლში თუნდაც