workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
4 ყველაზე ლეტალური დუეტი “ბარსას” ისტორიაში

4 ყველაზე ლეტალური დუეტი “ბარსას” ისტორიაში

საკალათბურთო მინისერიების “უკანასკნელი ცეკვის” გამოსვლის შემდეგ, უდიდესი ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის, როგორც მოთამაშისა და უბრალოდ როგორც ადამიანის რეალური სახე სულ სხვაგვარდ დავინახეთ. გარდა მაიკლისა, სერიებში ყურადღება სკოტი პიპენის როლზეც იყო გამახვილებული. რომ არა პიპენი, შესაძლოა, ჯორდანი ამდენად დიდი მოთამაშე არც გამხდარიყო.

ქვემოთ “ბარსელონას” იმ ლეგენდარულ დუეტებს განვიხილავთ, რომლებიც ერთმანეთის გარეშე იგივენაირად ეფექტურები ვერ იქნებოდნენ და კლუბის ისტორიაში ისეთივე კვალს ვერ დატოვებდნენ.

რივალდო და პატრიკ კლუივერტი

ბრაზილიელი კლუბში 1997 წელს მოვიდა, პატრიკი კი მას ერთი წლის შემდგომ შეუერთდა. კლუივერტი, რივალდოს უფრო სიღრმიდან, შემტევ ნახევარმცველად თამაშის დროს საკმაოდ ნაყოფიერი თავდამსხმელი იყო. მათ ერთად 1998-99 წლების სეზონში ლა ლიგა მოიგეს, თუმცა, საკლუბო ასპარეზზე მოპოვებული ტიტულების ჩამონათვალი მხოლოდ ამით შემოიფარგლება.

რონალდინიო და სამუელ ეტოო

“ბარსელონამ” გაუჩო 2003 წელს პსჟ-დან შეიძინა, ეტოო კი მას ერთი წლის შემდეგ “მალიორკადან” შეუერთდა. ბრაზილიელი გუნდის მთავარი ვარსკვლავი და ხიფათის შემქმენლი იყო.

კამერუნელის დანიშნულება კი სათამაშო თვალსაზრისით, საჯარიმოში მომენტების მაქსიმალურად გამოყენება იყო. ამ ორმა ლეგენდარულმა “ბლაუგრანელმა” ერთად 5 ტიტულის, მათ შორის ორი ლა ლიგისა და ერთი ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება შეძლო.

“ჩავიესტა” და მესი

ეს დუეტი არ არის, თუმცა მათი დაშორება წარმოუდგენელია. ჩავისა და ინიესტას “ბარსასთვის” თითქმის ერთნაირი გავლენა ჰქონდათ. ისინი მესის საგოლე გადაცემებით აქტიურად ამარაგებდნენ და არგენტინელი ჯადოქარიც ამ შანსებს მაქსიმალურად იყენებდა.

მათ ერთად 2005-06 წლების სეზონიდან 2014-15-მდე ითამაშეს. საერთო სათამაშო ფილოსოფიაში გაერთიანება და მაქსიმალურად დაკავშირება პეპ გვარდიოლას მოსვლის დღიდან დაიწყო. 2008-14 წლებში ჩავი-ინიესტა-მესი “ბარსას” სათამაშო სქემის მთავარი მამოძრავებელი ტრიო იყო.

ლეო მესი და ლუის სუარესი

შესაძლოა, ეს დუეტი კლუბის ისტორიაში საუკეთესოც კი არის. ურუგვაელი გუნდს 2014-15 წლების სეზონის წინ შეუერთდა და გუნდს მეორე ტრებლის მოგებაში დაეხმარა.

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც ეწყობიან მესი და სუარესი ასე კარგად, ისიცაა, რომ ძალიან ახლო მეგობრები არიან. არგენტინელი გუნდის ნამდვილი გულია, ხოლო ლუისი მეტოქე გუნდის მეკარეთა რისხვა. 

ეს დუეტი უკვე 6 წელია, რაც ჩამოყალიბდა და ერთად უამრავი ტიტულის მოგებაც შეძლო. სამწუხაროდ, ამ სეზონში ტრავმიანობის გამო ერთად დიდი ხნით თამაში არ დასცალდათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 07 ივნ 2020, 09:22

    მაესი-სუა ყველა დროის საუკეთესო დუეტია წინა ხაზში. უბრალოდ გასულ წელს გაჩუქებული ლიგა მაგრად ტეხავს და შავ ლაქად ამჩნევია მათ სიდიადეს. გავა დრო და მაგ ფიასკოს ყველა ამ დუეტს მიაწერს და ჩმორვერდე არავის გაახსენდება.

  • Don_Andresito
    schedule 07 ივნ 2020, 09:18

    ციტატა: Iniesta_8
    რავიცი მე ჰოლანდიც და კეინიც ძალიან მომწონს, ბარსას ფილოსოფიაში ვერ ჯდებიან მარა სადღა ჩვენი საფირმო ტიკი-ტაკა, ჯობია ბარსაც გადაეწყოს და იმ ფეხბურთის თამაში დაიწყოს რომელიც ტიტულების მიგებას განაგრძობს, თორე მესი წავა და მორჩება ბარსა


    მესი რო წავა ვინ იქნება მწვრთნელი გააჩნია, ან პრეზიდენტი. მესის მერე ეს სტილიც უნდს მორჩეს და გამოვიდეს ამ მარწუხიდან და სტილზე დამომიდებულებისგან გუნდი რის გამოც თუნდაც 9 ებს ვერ იყენებ და დაცვა სულ პრახადნოია. ვეღარ ვნახავთ ცენტრში მოგრიმიტე ხავიესტას და ბურთის ჯადოქრებს და რაღატო უნდა ვაგორაოთ ბურთი მარაზმში როცა ლეო ბუსი და სასტავი აღარ იქნებიან? ერთი ვარიანტი და ალბათ ბოლოც ჩავია. სტილს შეინარჩუნებს და ახალ ხალხს გაგვიზრდის. არ მგონია 1, 2 ან 3 წლით მოვიდეს. პეპივით არ გაკურცხლავს და დარჩება კაი 10 წელი. თუ მაგან არ გაამართლა მაშინ მორჩება ტიკი ტაკა და უნდა მორჩეს კიდეც. მერე ვინმე გერმანელი ხისტი მწვრთნელი გვინდა კლოპის მსგავსი მანქანა გუნდი რო შექმნას. ფიზმომზადებული და სწრაფი

  • katalomia
    schedule 07 ივნ 2020, 01:24

    Rivaldo – kluivertis dueti wesit ar unda yofiliyo saertod jardeli unda moeyvanat patrikas magivrad da magari dueti iqneboda. Fergis undoda patrika da ver waiyvana da kic gamodzerwa kouli – yorkis dueti (tan ra dueti iyo) Sua – Mesi xo saertod calke temaa.

  • Iniesta_8
    schedule 07 ივნ 2020, 01:19

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Iniesta_8
    რივალდო – კლიუვერტზე ვერ დაგეთანხმები, რივალდო თამაშობდა მაგ დუეტიდან მხოლოდ. კლიუვერტი 3-4 შანსიდან 1-ს თუ გამოიყენებდა


    არც იყვნენ შეთამაშებულები. დაჟე ვან გაალის დროს ურთიერთობაც დაეძაბათ. ორივე კლასნი იყო მარა რივა მაინც სხვა დონე იყო. კლუივერტი მაგრად მევასებოდა მარა იასნა ეტოოს და სუას დონეს ბევრად ჩამორჩებოდა. მაზილაც იყო მარა იმ დროიბდელ სუსტ ბარსას კიდე ეგ აცოცხლებდა. რონი ეტოო ძალიან ძლიერი დუეტი იყო, ცალკ ცალკეც და ერთადაც. ეტოოს გაშვება კიდე ნეის გაშვებაზე უარესი სისულელე იყო იმ ვირგლას გამო. შეთამაშებულებიც იყვნენ და ყველაფერი. მარა ლეო სუა ვაფშე სხვა თემაა. იმენა შესისხლხორცებულები არიან. ძლივს დავწერე ეს სიტყვა მარა იმენა ეგაა 😀 სადღა ვიპოვით ესეთ ფორვარდს, დღეს კეინებით და ჰოლანდებითაა სავსე ფეხბურთი, მოძრავი 9 ების რაოდენობა კიდე განახევრებულია. მესის წასვლაზე ფიქრიც არ მინდა მარა სუაც ძალიან დიდ ცარიელ ადგილს დატოვებს რო წავა


    რავიცი მე ჰოლანდიც და კეინიც ძალიან მომწონს, ბარსას ფილოსოფიაში ვერ ჯდებიან მარა სადღა ჩვენი საფირმო ტიკი-ტაკა, ჯობია ბარსაც გადაეწყოს და იმ ფეხბურთის თამაში დაიწყოს რომელიც ტიტულების მიგებას განაგრძობს, თორე მესი წავა და მორჩება ბარსა

  • nikusha
    schedule 07 ივნ 2020, 00:51

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Iniesta_8
    რივალდო – კლიუვერტზე ვერ დაგეთანხმები, რივალდო თამაშობდა მაგ დუეტიდან მხოლოდ. კლიუვერტი 3-4 შანსიდან 1-ს თუ გამოიყენებდა


    არც იყვნენ შეთამაშებულები. დაჟე ვან გაალის დროს ურთიერთობაც დაეძაბათ. ორივე კლასნი იყო მარა რივა მაინც სხვა დონე იყო. კლუივერტი მაგრად მევასებოდა მარა იასნა ეტოოს და სუას დონეს ბევრად ჩამორჩებოდა. მაზილაც იყო მარა იმ დროიბდელ სუსტ ბარსას კიდე ეგ აცოცხლებდა. რონი ეტოო ძალიან ძლიერი დუეტი იყო, ცალკ ცალკეც და ერთადაც. ეტოოს გაშვება კიდე ნეის გაშვებაზე უარესი სისულელე იყო იმ ვირგლას გამო. შეთამაშებულებიც იყვნენ და ყველაფერი. მარა ლეო სუა ვაფშე სხვა თემაა. იმენა შესისხლხორცებულები არიან. ძლივს დავწერე ეს სიტყვა მარა იმენა ეგაა 😀 სადღა ვიპოვით ესეთ ფორვარდს, დღეს კეინებით და ჰოლანდებითაა სავსე ფეხბურთი, მოძრავი 9 ების რაოდენობა კიდე განახევრებულია. მესის წასვლაზე ფიქრიც არ მინდა მარა სუაც ძალიან დიდ ცარიელ ადგილს დატოვებს რო წავა


    ლაუტარომ ეგებ სუას წასვლა გადაგვატანინოს

  • M10 S9 D11
    schedule 07 ივნ 2020, 00:15

    ჩავიესტა და მესი ამ ტრიოს არაფერი მირჩევნია

  • Don_Andresito
    schedule 06 ივნ 2020, 23:56

    ციტატა: Iniesta_8
    რივალდო – კლიუვერტზე ვერ დაგეთანხმები, რივალდო თამაშობდა მაგ დუეტიდან მხოლოდ. კლიუვერტი 3-4 შანსიდან 1-ს თუ გამოიყენებდა


    არც იყვნენ შეთამაშებულები. დაჟე ვან გაალის დროს ურთიერთობაც დაეძაბათ. ორივე კლასნი იყო მარა რივა მაინც სხვა დონე იყო. კლუივერტი მაგრად მევასებოდა მარა იასნა ეტოოს და სუას დონეს ბევრად ჩამორჩებოდა. მაზილაც იყო მარა იმ დროიბდელ სუსტ ბარსას კიდე ეგ აცოცხლებდა. რონი ეტოო ძალიან ძლიერი დუეტი იყო, ცალკ ცალკეც და ერთადაც. ეტოოს გაშვება კიდე ნეის გაშვებაზე უარესი სისულელე იყო იმ ვირგლას გამო. შეთამაშებულებიც იყვნენ და ყველაფერი. მარა ლეო სუა ვაფშე სხვა თემაა. იმენა შესისხლხორცებულები არიან. ძლივს დავწერე ეს სიტყვა მარა იმენა ეგაა 😀 სადღა ვიპოვით ესეთ ფორვარდს, დღეს კეინებით და ჰოლანდებითაა სავსე ფეხბურთი, მოძრავი 9 ების რაოდენობა კიდე განახევრებულია. მესის წასვლაზე ფიქრიც არ მინდა მარა სუაც ძალიან დიდ ცარიელ ადგილს დატოვებს რო წავა

  • Iniesta_8
    schedule 06 ივნ 2020, 23:44

    რივალდო – კლიუვერტზე ვერ დაგეთანხმები, რივალდო თამაშობდა მაგ დუეტიდან მხოლოდ. კლიუვერტი 3-4 შანსიდან 1-ს თუ გამოიყენებდა