workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრამერი: საკუთარ თავს დავაძალე, რომ მესისთვის მაისური მეთხოვნა

კრამერი: საკუთარ თავს დავაძალე, რომ მესისთვის მაისური მეთხოვნა

მენხენგლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველი, კრისტოფ კრამერი, ოთხი წლის წინ, ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს. მისი თქმით, არგენტინელისთვის მაისურის თხოვნის ერიდებოდა.

მაშინ კრამერი ლევერკუზენის “ბაიერის” შემადგენლობაში ირიცხებოდა. გერმანული კლუბი “ბლაუგრანას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა.

“დოპინგ ტესტისას, მე მის გვერდით ვიჯექი. საკუთარ თავს დავაძალე, რომ მისთვის მაისური მეთხოვნა. მან თავი დამიქნია და მაისური გაიხადა, მე მადლობა გადავუხადე, მან კი მიპასუხა, “არაფრის”. ასე გავუცვალე მესის მაისური”, – მის სიტყვებს Goal ციტირებს.

კრამერი და მესი ერთმანეთს 2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც, დაუპირისპირდნენ. გერმანელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ესეკიელ გარაისთან შეჯახებისას მიღებული დაზიანების გამო, მოედნის 31-ე წუთზე დატოვებამ მოუწია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward