
დავიდ ვილა ნამდვილად იმყოფება მსოფლიო ბომბარდირთა შორის და ეს იმის დამსახურებაა, რომ მას ერთ სეზონში 15 გოლზე ნაკლები ჯერ არ გაუტანია. საგოლე ალღო, ორივე ფეხით ერთანირად თამაში და ტექნიკა არის ესპანელის მთავარი ღირსებები.
დავიდ ვილა გოლებს იტანდა არა მარტო კლუბში, არამედ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც. მან “ვალენსიაში” გადასვლის წინ, ორი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა “სარაგოსაში”. შვიდ სეზონში ჩატარებულ 239 შეხვედრაში ვილამ 140 გოლი გაიტანა.
ორივე ფეხი
დავიდ ვილა არ არის მხოლოდ ცენტრფორვარდი. იგი 69 კილოგრამს იწონის და 1,75 მეტრის სიმაღლისაა. ვილას მთავარი ტალანტი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ფეხით შეუძლია ერთნაირად კარგად თამაში. ბავშვობაში მარჯვენა ფეხზე პრობლემის გამო, დავიდი იძულებული იყო მარცხენა ფეხით ესწავლა დარტყმა და სულ მალე ორივე ფეხით დაიწყო გოლების გატანა. მას ასევე ძალიან კარგად შეუძლია თავით თამაში.
მობილურობა და ქარიზმა
დავიდ ვილა ასევე არის ძალიან სწრაფი და საშიში, როდესაც მას დიდი სივრცე აქვს და პასის გაკეთებას აპირებს. ვილა დიდ სიამოვნებას ღებულობს ბურთის კონტროლითა და მცველების მოტყუებით. დავიდის ტექნიკურობას და შეუპოვროაბს შეიძლება მივუმატოთ მისი ქარიზმატულობა.
ფეხბურთელის წარსული
დავიდ ვილამ თავისი სადებიუტო მატჩი პრიმერაში “სარაგოსას” მაისურით ჩაატარა, ხოლო ტოპკლასის ფორვარდის რეპუტაცია “ვალენსიაში” მოიპოვა. მან თავისი კარიერა კლუბ “სპორტინგ ხიხონში”, ესპანეთის ჩრდილოეთით დაიწყო. ვილა ტუილაში დაიბადა(მისი მამა მეშახტე იყო) და შემდეგ “სპორტინგის” ახალგაზრდულ კლუბში ჩააბარეს, საიდანაც ძირითადი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოახერხა მოხვედრა.
36 გოლი ნაკრებში
დავიდ ვილას ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი მტკიცედ აქვს დაკავებული. მან ესპანეთის ნაკრების მაისურით 36 გოლის გატანა მოახერხა. ორი წლის წინ მან გადამწყვეტი როლი შეასრულა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგებაში.
წყარო: www.fcabarcelona.cat