Marca “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელის წერილს აქვეყნებს.
“პირველ რიგში, გულთბილ მოკითხვას ვუთვლი Marca-ს მკითხველებს და ფეხბურთის ფანებს, მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ამ მძიმე პერიოდში, რომელშიც ყველას გვიწევს ცხოვრება. ყოველთვის მჯეროდა, რომ როგორც ცხოვრებაში, ისე მოედანზე, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ფეხბურთის დაბრუნებაც შესაძლებელია, როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს ეს. ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ძალისხმევა, მხარდაჭერა, ყველაფერი იქნება ფეხბურთისთვის.
რას იტყვით, ფეხბურთზე, რომ გავისაუბროთ? ამ თამაშის ევოლუცია არ შეჩერებულა, პირიქით, საოცარი სისწრაფით ვითარდება და ჩემი გადმოსახედიდან, ვითარდება პოზიტიურად. არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე ითამაშებ, მთავარია, რომ გინდოდეს თამაში, მთავარია, რომ სიამოვნებას იღებდე ფეხბურთით. ჩემი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ფეხბურთმა დიდი ცვლილებები განიცადა. რადგან თავდამსხმელი ვიყავი, შემტევებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ და ვხვდები, რომ მათ წინაშე, სულ სხვა გამოწვევებია.
დღევანდელი შემტევები, ფიზიკურად ბევრად ძლიერები არიან, საერთო სამუშაოს უფრო ხშირად ასრულებენ და გოლების გატანის გარდა, საგოლე გადაცემების შესრულებითაც გამოირჩევიან. ჩემ დროს თუ ვინმეს ყველა ეს უნარი ჰქონდა, ავტომატურად უნიკალური ხდებოდა.
ნება მომეცით, მაგალითი მოვიყვანო: როდესაც თამაში დავიწყე, მუდმივად ვაკვირდებოდი იურგენ კლისმანს. ის ჩემთვის ეტალონი იყო, ძალიან ძლიერი ფიზიკურად, საოცარი მოძრაობებით და ცივსისხლიანი, დამაგვირგვინებელ ფაზაში. ამიტომ, ვცდილობდი მისთვის მიმებაძა და ეს უნარები გამომემუშავებინა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სხვა უნარებით გამოვირჩეოდი და მათ განვითარებაზე უნდა მეზრუნა.
მოდი აწმყოს დავუბრუნდეთ და ამჯერად ყველაფერს მწვრთნელის თვალით შევაფასებ. ჩემი აზრით, ამჟამად გვყავს ორი ფორვარდი, რომლებიც მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დიდ სახელს მოიხვეჭენ.
ერთ შემთხვევაში გვყავს ლაუტარო მარტინესი, 22 წლის ფორვარდი, რომელსაც კარგად თუ დააკვირდებით, ნახავთ რას ვგულისხმობ იმაში, რომ ფეხბურთი შეიცვალა და შემტევების ფუნქციებიც გაიზარდა. ის თავის შესაძლებლობების წარმოჩინებას მშვენივრად ახერხებს სერია ა-ში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ იტალიაში შეგიძლია ფეხბურთის თამაში, ესე იგი, ამის კეთებას ყველგან შეძლებ.
მას აქვს ის უნარები, რაც “ბარსელონაში” თავის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს, გარდა იმისა, რომ მებრძოლი ხასიათი აქვს, ელეგანტური სათამაშო სტილით გამოირჩევა და შეუძლია გუნდის ნაწილად იქცეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
მეორე შემთხვევაში, გვყავს 19 წლის ერლინგ ჰოლანდი, რომელიც კლინსმანის მსგავსი ცივსისხლიანობით გამოირჩევა, მაგრამ ამავე დროს მეტი გავლენა აქვს თამაშზე. გარდა გოლეადორობისა, უდიდეს ყურადღებას იქცევს და ნებისმიერი დაცვის ხაზის გახსნა შეუძლია. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მშვენივრად შეუძლია მადრიდის “რეალში” თავის წარმოჩენა.
ასე ასრულებს წერილს, ხუან ანტონიო პიცი. როგორც ჩანს, დიდი სურვილი აქვს, რომ ეს ფორვარდები, “ელ კლასიკოში” იხილოს.
საკაეფო იცით რა იყო, იმ გოგომ(აზრზე არა ვარ ვინ იყო) უპასუხა რონალდო იმიტომ რო უფრო სიმპათიურია-ო. გესმით? რატო უყვართ ქალებს რონალდუ-სიმპათიურია!!!! ის მაინც იცოდნენ რას ეძახდნენ ბავშვობაში(მტირალა) და ის ნებიმიერ წქცევაზე რო მსაჯთან გარბის პენალტი მომეცი-ო და ყოველ აცდენილ ბურთზე რო ცრემლები მოსდის. აღარაფერს ვამბობ როგორ ისტერიკაში ვარდება თანაგუნდელს რო გააქვს
ფორვარდებზეა საუბარი აქ თემო და არა ვინგერებზე. ისე ფელიშის ნათამაშები არ გაიშვას რა ატლეტიკოშI ვერაფერს შვება და გრანდში გააკეთებდა რამეს?
ფელიში დემბელეს არ ჩამოუვარდება ტრამვებში მაგასაც სულ ტრამვა აქ დიდი შეცდომა დაუშვა ატლეტიკოში რო გადავიდა
ფელიშის უდიდესი შეცდომა ატლეტიკოში გადასვლაა, მარა გრანდშიც ეგრე იქნებოდა სავარაუდოდ
მბაპესია მომავალი 10 წელი მინიმუმ.ერთ 4-5 ოქროს ბურთს აიღებს ზაპრასტა თან რეალში გადავა 2021 ში დიდი ალბათობით და მოკლედ ძაან საშიში გუნდი იქნება რეალი.
თუ ნეიმარი გამოვიტყუეთ მაქედან რეალში მბაპე კაი ხანს ვეღარ წავა დააბამს იმხელა ხელფასებს და ისეთ პირობებს შეუქმნის ხალიფა სხვა გზა არ დარჩება უბრალოდ ხოლო ნეი თუ დარჩა მბაპე ასი პროცენტით გათეთრდება მარტო ამის გამოც მინდა რო ნეი დაბრუნდეს სხვას რო თავი გავანებოთ ფატიც იტყვის თავისას ასე რო საშიში არაფერია უბრალოდ ჩვენ გვყავს დონდლო და ლობიო ხელმძღვანელობა აი ესაა ყველაზე საშიში
ფორვარდებზეა საუბარი აქ თემო და არა ვინგერებზე. ისე ფელიშის ნათამაშები არ გაიშვას რა ატლეტიკოშI ვერაფერს შვება და გრანდში გააკეთებდა რამეს?
ბევრი ვარსკვლავი იქნება მაგრამ დომინანტი იქნება მბაპე .. ყველაზე რამდენიმე თავით მაღლა დგას
მბაპემ სანჩომ ფელიშმა ჩვენ კრიკეტს ვთამაშობთო? რა ლაუტარო