ეს ერთი დიდი ოჯახია

ეს ერთი დიდი ოჯახია

გუშინ “ბარსელონას” ფეხბურთელებისათვის და მათი გულშემატკივრებისათვის ძალიან სასიხარულო დღე გახლდათ. “კამპ ნოუზე” ფეხბურთელები გულშემატკივრებს შეხვდნენ და სიტყვითაც გამოვიდნენ. გთავაზობთ თითოეული ფეხბურთელის გამოსვლას. 

ეს ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ ემზადებოდნენ ფეხბურთელები კატალონიის ქუჩებში გასასვლელად და როგორ ულოცავდნენ ერთმანეთს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.

[media=http://www.youtube.com/watch?v=gSdX0RlJGaQ]

 

ეს კი თვითონ ფეხბურთელების სიტყვით გამოსვლა:

[media=http://www.youtube.com/watch?v=IAVzDyTeYvM]

[media=http://www.youtube.com/watch?v=Thk4uUh4NrI]

[media=http://www.youtube.com/watch?v=5Oh5VArB870]

[media=http://www.youtube.com/watch?v=yr18ykTwUWw]

[media=http://www.youtube.com/watch?v=UwlVjPOSJy0]

[media=http://www.youtube.com/watch?v=aNFONGul7Ws]

[media=http://www.youtube.com/watch?v=eeaTb4UjLN8]

 

ახლა კი მთავარი ფეხბურთელთა კომენტარები:

კარლეს პუიოლი: “ჩვენ ეს შევძელით თქვენი დახმარებით, იმედი მაქვს 29 შიც ასეთივე საღამოს მოვაწყობთ, თქვენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, დიდი მადლობა ყველაფრისათვის”.

პეპ გვარდიოლა: ” ესენი უნიკალურები არიან, ფანტასტიურ ფეხბურთელებთან მიწევს მუშაობა, რომელსაც ფანტასტიური გულშემატკივარი ჰყავს, მადლობა ყველაფრისათვის Visca El Barca ! Visca Catalunya !

ჩავი ერნანდესი: “ეს გუნდი საუკეთესოა მსოფლიოში, მადლობა ყველაფრისათვის. ვიმედოვნებთ 28 – შიც ასეთივე სიხარულს გაჩუქებთ თითოეულ თქვენგანს

ერიკ აბიდალი: “მადლობა გუნდში მყოფ თითოეულ ფეხბურთლს, მწვრთნელსა თუ ტექნიკურ პერსონალს, უღრმესი მადლობა ასევე თქვენც. ეს გამარჯვება ამ ბრწყინვალე გუნდს ნამდვილად ეკუთვნოდა”.

ვიქტორ ვალდესი: “არ ვიცი რა ვთქვა. ერთი ის დამრჩა სათქმელად, რომ თქვენ მადლობა გადაგიხადოთ. ამ გუნდმა და გულშემატკივარმა ეს გამარჯვება დაიმსახურა, Visca El Barca ! Visca Catalunya !”

ხოსე მანუელ პინტო: “ახლა გამარჯვების აღნიშვნის დროა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. მადლობა ყველას”

გაბი მილიტო: “ძალიან სასიამოვნოა და საპასუხისმგებლოა თქვენს წინაშე წარდგენა. ჩვენ ძალიან მოგვწონს აღნიშვნის მომენტი, ვიმედოვნებ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ერთმანეთთან ასეთ ვითარებაში შეხვედრა”

ანდრეს ინიესტა: “ეს უკვე მესამე ლიგაა ჩვენთვის ზედიზედ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ და რათმქმაუნდა გულშემატკივრების დახმარებით. ვიმედოვნებთ 28 – ის შემდეგაც შევხდებით აქ”.

ლიონელ მესი: “ეს დიდი სიხარულია, რომ დაბრუნდე აქ და წარსდგე გულშემატკივრების წინაშე. ჩვენ ეს გამოცდა ჩავაბარეთ, ვიმედოვნებ 29 – შიც აქ შევხვდებით ერთმანეთს”

ხავიერ მასკერანო: “ყველას დიდი მადლობა, ეს ერთობლივი გამარჯვებაა”

ხერარდ პიკე: “პირველ რიგში მადლობა ყველა “ბარსელონელს”, გულშემატკივრებს, ეს ერთობლივი გამარჯვებაა. 29 – შიც ასევე უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება გავახაროთ ჩვენი ერთგული გულშემატკივარი”.

დანი ალვესი:” საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სტადიონზე. ძალიან დიდი სიხარულია მესამედ ზედიზედ ამ ტიტულის მოპოვება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ეს ტიტული თქვენ მოგიძღვენით. ძალიან გახარებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ შევძელით თქვენი გული მოგება”.

სეიდუ კეიტა: “მადლობა ყველას, ფეხბურთელებს, ტექნიკურ ჯგუფს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. ეს გუნდი იმსახურებს ამ გამრაჯვებას და რა თქმა უნდა გულშემატკივარიც იმსახურებს ამას. იმედია 29 – ში შევხვდებით ამ გარემოში ერთმანეთს”

დავიდ ვილია:” ეს ერთი დიდი ოჯახის გამარჯვებაა, მადლობა ყველას”

სერხიო ბუსკეტსი: ” ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან სასიამოვნოა აქ თქვენთან ერთად ყოფნა. იმედი მაქვს 29 შიც მოგილოცავთ გამარჯვებას. მადლობა ყველას”.

პედრო როდრიგესი:” დიდი იმედი მაქვს აქ დავბრუნდებით, ჩვენ კვლავ გვსურს თქვენი გახარება. მადლობა ყველას ყველაფრისათვის”

ადრიანო კორეია: “ვამაყობთ იმით, რომ ასეთი გულშემატკივარი გვყავს. ამ გამარჯვებას გულშემატკივრებს და ჩემს ოჯახს ვუძღვნი”

იბრაჰიმ აფელაი: “მადლობა ყველაფრისათვის. შემდეგ ჯერზე შევეცდები ესპანურ ენაზე უკეთ ვისაუბრო”

მაქსველი: “სიტყვები არ მყოფნის, ეს ერთი დიდი ოჯახის გამარჯვებაა. ფანტასტიკური მომენტია”

ბოიან კრკიჩი: “ძალიან გახარებული ვარ, ეს ჩვენი გუნდის დამსახურებული გამარჯვებაა, მადლობა ყველას”

ხეფრენ სუარესი: “პირველ რიგში მადლობა გუნდს მწვრთნელებს, ტექნიკურ პერსონალსა და გულშემატკივრებს. ეს ბრწყინვალე გუნდია, სახელად “ბარსელონა”. იმედი მაქვს ჩვენ კიდევ შევხვდებით და ეს შეხვედრა სულ მალე შედგება”.

 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია