workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერმა” ფილიპე კოუტინიოზე უარი თქვა

“მანჩესტერმა” ფილიპე კოუტინიოზე უარი თქვა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი ვარსკვლავის, ფილიპე კოუტინიოს შეძენა გამორიცხა. ამ ინფორმაციას ინგლისური პრესა ავრცელებს.

კოუტინიო “ბარსელონამ” 2018 წლის იანვარში დაიმატა, თუმცა 27 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში ძველებურად ვეღარ ათამაშდა. “ბლაუგრანამ” ფილიპე გასულ ზაფხულში მიუნხენის “ბაიერნში” გაანათხოვრა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ “რეკორდმაისტერი” ბრაზილიელის გამოსყიდვას არ აპირებს.

გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონას” კოუტინიოს ისევ იჯარით გაშვება სურს. მისი შეძენის სურვილს “მანჩესტერი” გამოთქვამდა, თუმცა, Manchester Evening News-ის ინფორმაციით, “წითელ ეშმაკები” კოუტინიოთი დაინტერესებულები არ არიან. ინგლისელები ან ჯეკ გრილიშის (“ასტონ ვილა”), ან ჯეიმს მედისონის (“ლესტერი”) დამატებას შეეცდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • katalomia
    schedule 01 ივნ 2020, 00:33
    #3

    Skautad daiwye mushaoba cou da iqnebi skautinio.

  • Gaucho24
    schedule 31 მაი 2020, 22:24
    #2

    ძალიან კარგი დააბრუნონ და 4-3-1-2 შემადგენლობით ითამაშონ , 4-3-3 თან ერთად , გადაეწყობა გუნდი თავისუფლად
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    დე იონგი/ბუსკეცი
    არტური კოუ
    მესი
    გრიზი სუა
    ნეტუ ლენგლე ტალიაფიკო ბუსკეცი პიანიჩი დემბელე ლაუტარო სკამზე , ნელ-ნელა ლაუტარო სუას შეცვლის , მესი მაინც ნახევარდაცვაში გადადის ნელ-ნელა და ეგ მისთვის იდეალური პოზიციაა სრული თავისუფლება , საჭიროებისთვის სუარესი გრიზმანი ფლანგებზე გადავლენ , ან მესი გადავა ფლანგზე როგორც უნდა , გუნდს ასევე პუჩი ალენია ფატი ტრინიკაუ რობერტო ეყოლება რეზერვში რაც დიდი ფუფუნებაა , ნელ-ნელა ალბას ტალიაფიკო შეცვლის , სუარესს ლაუტარო , ბუსკეცს დე იონგი , პიკეს შემცვლელი გვჭირდება სასწრაფოდ ტოდიბო თუ გაამართლებს იდეალური იქნება თუ არადა კარგი მემარჯვენე მცველი გვჭირდება დე ლიხტი არამგონია იყიდონ , ასევე მარჯვენა მცველი რეზერვში , რობერტო კი დადგება მაგრამ თუ მოიყვანენ იდეალური იქნება , გუნდს მეტი არავინ არ სჭირდება.. ამ შემადგენლობით 4-3-3 იც იდეალური იქნება , 3 მცველიან ტაქტიკაზეც გადაერთვება გუნდი , შეტევითი პოტენციალის იდეალურად გაზრდა შეეძლება , დაცვითი თუ დასჭირდა მაგ შემთხვევაშიც შეუძლია დაცვის გაძლიერება… ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ ნეიმარს არ დააბრუნებენ , თუ ნეიმარი დაბრუნდება , ყველაფერი სხვაგვარად იქნება.. კოუტინიოზე კიდე არ დამიწყოთ , მისცენ შანსი სწორ პოზიციაზე , ნდობა გამოუცხადონ და ვნახავთ ვირტუოზის , პატარა ჯადოქრის შესაძლებლობებს

  • M10 S9 D11
    schedule 31 მაი 2020, 21:57
    #1

    ვერ გაყიდით ვერაა და იჯარით გაშვებას ჯობია დააბრუნოთ