“ვალენსიას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია სანჩესმა, რომელიც პარასკევს ოფიციალურად გახდება საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფეხბურთელი, ჟურნალისტებს გაუზიარა ამ მოვლენასთან დაკავსირებით თავისი ემოციები.
“-ამჟამად მე განვიცდი ყველაზე მძიმე, ემოციურ მდგომარეობას, ვტოვებ რა გუნდს ხუთი არაჩვეულებრივი სეზონის მერე. ემოციებით აღსავსე ვარ, აქ ხომ ჩემს უამრავ მეგობარს ვტოვებ. მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ჩემი წასვლით კლუბს გარკვეული წარმატებას მოვუტან (ფინანსური მხრივ. ავტ.) “ვალენსიაში” მე გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. აქ თავს ყოველთვის ისე ვგრძნობდი თითქოს სახლში ვყოფილიყავი და ასე იქნება მუდამ. მინდა, რომ ყველამ იცოდეს: ჩემთვის დიდი პატივი იყო ამდენი ხნის განმავლობაში ამ მაისურის ტარება, ეს იმ გუნდის მაისურია, რომელმაც მე უამრავი, რამ მომცა. “ვალენსია” კი ყოველთვის დარჩება ჩემს გულში.”
წყარო: www.valenciacf.es