workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა

გვარდიოლა: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრიმერა დივიზიონის 37-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა “სევილიასთან” გამართა (2-3) განაცხადა, რომ ჩემპიონის ბედი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაირკვევა.

“ბრწყინვალე შეგრძნებაა, როდესაც შენი ბედი შენს ხელშია. ბოლო მატჩი “ვალიადოლიდთან” გვაქვს ჩასატარებელი. მათთან გამარჯვება ადვილი არ იქნება, ისინი ხომ პრიმერაში დარჩენისთვის იბრძვიან. მე ვიცნობ ჩავიერ კლიმენტეს და გარწმუნებთ, ადვილი გასეირნება არ გველის.

“ხაზგასმით ვამბობ, რომ დავალება ჯერ არ შეგვისრულებია. ჩვენ მიზნამდე დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ჯერ არ მიგვიღწევია იქამდე. ჩვენ ჩემპიონობის ბრწყინვალე შანსი გვაქვს, მითუმეტეს, რომ ბოლო მატჩი “კამპ ნოუზეა”, – განაცხადა გვარდიოლამ.

კვირას, 16 მაისს პრიმერა დივიზიონის გადამწყვეტი მატჩები გაიმართება: “ბარსელონა” – “ვალიადოლიდი” და “მალაგა” – “რეალი”.

წყარო: Soccer.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward