workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გარი ლინეკერი ლეო მესისა და მაიკლ ჯორდანს ერთმანეთს ადარებს

გარი ლინეკერი ლეო მესისა და მაიკლ ჯორდანს ერთმანეთს ადარებს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და BBC-ის სპორტული მიმომხილველი, გარი ლინეკერი, ლიონელ მესისადმი სიყვარულს კიდევ ერთხელ გამოხატავს. მისი თქმით, არგენტინელი ფეხბურთის ყურებისას, გულშემატკვრის არყოფნით გამოწვეულ დანაკლისს აანაზღაურებს.

“როგორც ჩანს, ლა ლიგა დახურულ კარს მიღმა ძალიან მალე განახლდება. გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთი განსხვავებული იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, ალბათ, მესი იქნება ის, ვინც, მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, საშუალებას მოგვცემს, ფეხბურთით ვისიამოვნოთ.

ყოველთვის, მისი ხილვისას, თუნდაც საუკეთესო თამაში არ ჰქონდეს, არის მომენტები, როდესაც გაფიქრებინებს, “ეს როგორ გააკეთა?”. თამაშში 3 ან 4-ჯერ ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც მთელი კარიერის განმავლობაში, არასდროს გამიკეთებია”.

მან, აგრეთვე, მესი და მაიკლ ჯორდანი ერთმანეთს შეადარა.

“ჯორდანი ძალიან განსხვავებული ხასიათის ადამიანია, უფრო გახსნილი, მაგრამ შეგვიძლია, ის და მესი ერთნაირად დავახასიათოთ – ორივეს შესაძლებლობები თავიანთი სპორტის საზღვრებს სცდება. არ არის აუცილებელი, გიყვარდეს კალათბურთი, რათა დააფასო ჯორდანი, ასევე, არ გჭირდება ფეხბურთის ცოდნა, რომ მესისგან სიამოვნება მიიღო”, – თქვა 59 წლის ლინეკერმა.

ინგლისელი “ბლაუგრანას” მაისურით 1986-1989 წლებში ასპარეზობდა. კლუბთან ერთად მან სამეფო თასისა (1987-88) და თასების მფლობელთა თასის (1988-89) მოგება შეძლო.  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Iniesta_8
    schedule 30 მაი 2020, 19:31
    #1

    ჯორდანი პირველია გუნდურ სპორტის წაომასგენლებიდან. 6 ფინალი 6MVP 6 ბეჭედი.მორჩა ბაზარი