მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” ემერსონის ამ ზაფხულში “კამპ ნოუზე” გადმობირების შესაძლებლობას განიხილავს, მარჯვენა მცველის გადაწყვეტილება “სევილიურ” გუნდში დარჩენა და კონტრაქტის ამოწურვამდე “ბეტისში” თამაშია.
Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში მან სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა:
“მე “ბარსას” შემიძლია 2021 წელს შევუერთდე, თუმცა, იქამდე ჯერ ისევ აქ, “ბეტისში” ვრჩები. პირველ რიგში, მინდა სეზონი დავასრულო და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრო რა და როგორ მოხდება. მე “ბეტისთან” კონტრაქტი მაკავშირებს, ამ კლუბში ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და მსურს კარიერა აქ განვაგრძო.”
გარდა იმისა, რომ “ბარსას” მისი უკან დაბრუნების სურვილი აქვს, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა გამოცემამ, Diario de Sevilla-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ემერსონის მიმართ გერმანიიდან სერიოზული ინტერესი არსებობს.
თუ “ბლაუგრანას” 21 წლის მცველის წელსვე გამოსყიდვა მოუნდება, მან “ბეტისს” ჯარიმის სახით გარკვეული სახის კომპენსაცია უნდა მისცეს, ვინაიდან, კლუბებს შორის არსებული შეთანხმებით მიხედვით, ემერსონმა სევილიურ გუნდში კიდევ ერთი სეზონი უნდა ითამაშოს და “ბარსას” ამის შემდეგ შეუერთდეს.
ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი შეასრულა.




ნეტა კიდე დარჩე ბეტისში მაგრად არ მევასება ეს აყლაყუდა